ბარსელონაში ადვილია იპოვნოთ ადგილები, რომლებიც ყველასთვისაა ცნობილი. საბედნიეროდ, ესპანეთის ამ შთამბეჭდავ ქალაქში კიდევ დარჩა ლოკაციები, რომლებიც ტურისტულ წიგნაკებში მოცემული არაა. აღმოაჩინეთ ეს იდუმალი წერტილები!
#1 El Paradiso
საიდუმლოდ ჩამალული ბარი ცნობილი Pastrami Bar-ის უკან მდებარეობს. კითხეთ დახლის უკან მდგარ ადამიანს და აუცილებლად მიგასწავლით.
მისამართი: El Paradiso, Carrer de Rera Palau, 4, (El Born district) Barcelona
#2 Carmel Bunkers
თუ ქალაქის საუკეთესო ხედის ხილვა გსურთ, ამ ადგილს უნდა ეწვიოთ. გაექეცით ქაოსურ ცენტრს და დატკბით 360 გრადუსიანი შთამბეჭდავი ხედით.
მისამართი: Carmel Bunkers, Carrer de Marià Lavèrnia
#3 ანტიკური თეატრი
ცნობილი Palau de la Música-დან 1 წუთის სავალზე, ურბანულ ოაზისს აღმოაჩენთ. ეს არის ღია ტერასა გარშემორტყმული ძველი შენობებით. აქ ბარსელონას ძველი ქალაქის იერს შეიგრძნობთ. ფასები დაბალია.
მისამართი: Antic Theatre, Carrer de Verdaguer i Callís, 12
#4 კაფეტერია Cívic Can Deu-ს ცენტრში
ეს არის თანამედროვე შენობა, რომელსაც ტურისტები ნაკლებად სტუმრობენ. კაფეტერია ტერასით და მოდური ინტერიერით გამოირჩევა და გარეშე თვალისგან მალულია.
მისამართი: Can Deu Civic Centre, Plaça de la Concòrdia, 13
#5 ამფითეატრი Grec Gardens
ამფითეატრის კონსტრუქცია 1920 წლით თარიღდება. დღეს ამ ადგილს ყოველწლიური ფესტივალისთვის იყენებენ. წლის სხვა დროს კი ღიაა მსურველთათვის. შეგიძლიათ მოაწყოთ პიკნიკიც.
მისამართი: Grec gardens, Passeig de Santa Madrona
#6 El Jardí Bar
La Rambla-დან 1 წუთის სავალ გზაზე ეს საყვარელი კაფე შეგხვდებათ, რომელსაც ასევე საიდუმლოდ ინახავენ. მოწყობილია ძველი უნივერსიტეტის ეზოში და გარშემორტყმულია ფორთოხლის ხეებით.
მისამართი: El Jardí Bar, Carrer de l’Hospital
#7 ლაბირინთი - Horta
ოდესმე გდომებიათ რეალურ ლაბირინთში დაკარგულიყავით? ეს უზარმაზარი ლაბირინთი მე-18 საუკუნით თარიღდება. ფასი მხოლოდ და მხოლოდ 2 ევროა.
მისამართი: Parc del Laberint d’Horta, Passeig dels Castanyers, 1
#8 ვალკირიას ბისტრო
ეს არის თანამედროვე ბარი, რომელიც ჯანსაღ, ახლად დამზადებულ საკვებს და სასმელს გთავაზობთ.
მისამართი: Valkiria Hub Space, Carrer de Pujades, 126
#9 ბაღები Mossèn Costa i Llobera
ეს ადგილი მცენარეების ყველაზე უცნაური ჯიშებითაა ცნობილი.
მისამართი: Jardins de Mossèn Costa i Llobrera, Ctra. de Miramar, 50-58
#10 Palo Alto
ესეც მორიგი ბაღი ქალაქგარეთ,ს ადაც ხშირად ქუჩის ბაზრობა იმართება და ყურადღებას ორმაგად იქცევს.
მისამართი: Palo Alto, Carrer dels Pellaires, 30
#11 Zona de Banys del Fòrum
ეს არის სპეციალურად მოწყობილი საბანაო ზონა ზღვაში, რომელიც უბრალოდ სანაპიროზე გასვლასთან შედარებით მეტ კომფორტს გპირდებათ.
მისამართი: Zona de Banys del Fòrum, Parc del Fòrum