ადგილი, სადაც თქვენი და თქვენი ოჯახის დასვენებაზე ზრუნავენ იქ, სადაც თავს უსაფრთხოდ, ჯანსაღად და ბედნიერად იგრძნობთ. „სასტუმრო დრიმლენდ ოაზისში“ ყველა პირობაა იმისათვის, რომ აქ სულ უფრო დიდხანს დარჩეთ. ზღვის პირველ ზოლზე,10 ჰექტარზე გაშლილი სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსი ერთი მხრივ შავი ზღვის ულამაზესი ხედით და მეორე მხრივ ევკალიპტების ხეივნითაა შემოსაზღვრული. ჩაქვში, ბათუმიდან რამდენიმე კილომეტრში, „სასტუმრო დრიმლენს ოაზისს“ წელს ბევრი დამსვენებელი სტუმრობდა.
ნელი მელითაური − საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი: „მართალია სეზონი ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ უკვე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 2019 წელი ძალიან წარმატებული გამოდგა. „დრიმლენდ ოაზისი“ ყველაზე მოთხოვნად სასტუმროებს შორისაა. ჩვენი წარმატება განაპირობა იმან, რომ კომპლექსი არის უნიკალური და საქართველოში მისი ანალოგი არ არსებობს. ტერიტორია მთლიანად შემოსაზღვრული, დაცული და უსაფრთხოა. ჩვენთან გამწვანებაზე განსაკუთრებით ზრუნავენ, მცენარეები მსოფლიოს 6 კონტინენტიდან გვაქვს თავმოყრილი. ზღვისა და სიმწვანის ეს ჰარმონია საოცარ ლანდშაფტს ქმნის. აქ ყველაფერია იმისათვის, რაც შეიძლება დასვენებისთვის დაგჭირდეთ. კომპლექსი გათვლილია როგორც აქტიური დასვენების მოყვარულთათვის, ასევე მათთვისაც, ვინც სიმშვიდეს ეძებს.
ჩვენ ვაცხადებთ, რომ გვაქვს ამბიცია ვუმასპინძლოთ დიდ ოჯახს, რომელიც სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის წევრებისგან შედგება, რადგან ჩვენი სივრცე ისეა დაგეგმარებული, რომ ნებისმიერი ასაკის სტუმარმა მისთვის თავშესაქცევი ადგილი იპოვოს და როგორც ოჯახისთვისაა ამოსავალი წერტილი ბავშვები, ჩვენც ანალოგიურად განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საკუთარ ყველაზე გამორჩეულ სტუმრებს. მათი უსაფრთხოება, ჯანსაღი კვება, გართობა − ეს არის ჩვენი პრიორიტეტი.
მათ, ვისაც ნაკლებად აქტიური და მშვიდი დასვენება სურთ, რას სთავაზობს თქვენი კომპლექსი?
ტერიტორიის სიდიდე გვაძლევს საშუალებას, მოვერგოთ როგორც აქტიური დასვენების მოყვარულებს, ასევე მათაც, ვინც სიმშვიდეს ეძებს. მაგალითად, თუ ერთი აუზი მთელი დღის განმავლობაში დატვირთულია თამაშებით და ანიმაციით, მეორე აუზზე პირიქით − ხმაური დაშვებული არ არის და სიმშვიდის მაძიებელი სტუმრებისთვისაა განკუთვნილი. კომპლექსში უამრავი დასასვენებელი სივრცეა: სკვერები, ბაღები, სპორტული მოედნები, სკულპტურების პარკი, კინოთეატრები, ბილიარდი, ბოულინგი, საბავშვო ატრაქციონები, ქვიშის მოედნები და რაც მთავარია, ჩვენი საოცარი აკვაპარკი, რაც ნამდვილად ჩვენი ყველაზე გამორჩეული ადგილია. აკვაპარკის დიზაინი ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც მისი არსი − ციხესიმაგრეში ჩაშენებულ აკვაპარკში სტუმარს დახვდება სხვადასხვა ტიპის საუნა, ცივი და ცხელი წლის აბაზანები, ჰიდრომასაჟორები, მაგნიტური ქვიშა.
„დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვს საერთაშორისო პოპულარიზაციას უწევს.
მეორე წელია, რაც ამ მიმართულებით განვითარება დავიწყეთ. კომპლექსი საკმაოდ დიდია, შესაბამისად კორპორაციული ღონისძიებებისთვის ყოველთვის მოგვმართავდნენ. თუკი აქამდე ჩვენი პრიორიტეტი იყო, ეს მოთხოვნა საქართველოს ბაზარზე დაგვეკმაყოფილებინა, ახლა უკვე ვცდილობთ საერთაშორისო რგოლში ჩავებათ. მარტში, დუბაიში საერთაშორისო ივენთების კონგრესი გაიმართა, სადაც „დრიმლენდ ოაზისიდან“ მეც გახლდით. აქ იკრიბებიან მსოფლიოდან ყველაზე წარმატებული ივენთმენეჯერები და ხდება ახალი ლოკაციების შერჩევა. დიდი დაინტერესება გამოიწვია ჩვენმა კომპლექსმა, რომელიც ერთადერთი ადგილია მთელ საქართველოში, სადაც ზღვისპირა მასშტაბური ღონისძიების ჩატარებაა შესაძლებელი. სექტემბერში და ოქტომბერში რამდენიმე ასეთ ღონისძიებას ვუმასპინძლებთ სხვადასხვა ქვეყნიდან.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ წლევანდელი წელი იყო ევროპელი ტურისტების სიმრავლით გამორჩეული, თუმცა ძირითადი დამსვენებელი მაინც საქართველოს მოსახლეობაა. კამპანიის „დაისვენე საქართველოში“ დამსახურებაა თუ უბრალოდ ტენდენცია შეიცვალა, წელს ძალიან ბევრმა ქართველმა დაისვენა საქართველოში, რაც მისასალმებელია.
თქვენმა სასტუმრომ ქართველ და უცხოელ შეფმზარეულებს უმასპინძლა...
14 აგვისტოს ჩვენს სასტუმროში „გო’ე’მიოს“ ორგანიზებით ქართველი და უცხოელი შეფმზარეულების მიერ შექმნილი ქართულ-ბასკური ვახშამი გაიმართა. ქართული და ბასკური სამზარეულოს საუკეთესო კერძები სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მომუშავე მზარეულებმა გააცნეს. ზღვის სანაპიროზე გარე სივრცეში 120 სტუმარზე გათვლილი სეტ-მენიუს ასეთი მაღალი სტანდარტით გაძღოლა იმის დასტურია, რომ ნებისმიერი ტიპის ღონისძიებას გავართმევთ თავს.
ვფიქრობ, ეს მიმართულება ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი საფეხური იქნება.