„ვისაც სურს ზღვა, მზე, სიმშვიდე და მეგობრული გარემო, აუცილებლად უნდა ეწვიოს „ტრამონტოს“
მყუდრო გარემო, საოცარი ხედი, რომელიც პირდაპირ გადაჰყურებს ზღვას და სასწაული დაისები − სასტუმრო „ტრამონტო“ სწორედ ისეთი ადგილია, სადაც ის ადამიანები სტუმრობენ, რომლებსაც არა გართობა და ღამის კლუბები, არამედ დასვენება სურთ. ამბობს, რომ რთულ საქმეს შეეჭიდა. თავდაპირველად აიყვანა მენეჯერი, ადმინისტრატორი, თუმცა მოგვიანებით მიხვდა, რომ მასზე უკეთ აღნიშნულ მოვალეობებს ვერავინ შეასრულებდა. სწორედ ამიტომ, ის დღეს სასტუმროს მეპატრონის სტატუსის გარდა, სხვა ფუნქციებსაც არაჩვეულებრივად ითავსებს და ბოლომდე იხარჯება, რომ მის სასტუმროში მყოფი დამსვენებლები, ბედნიერები იყვნენ. OK! ბათუმის სტუმარი სასტუმრო „ტრამონტოს“ მფლობელი ნონა არუთინიანია, რომელიც იმ უპირატესობებზე გვესაუბრა, რის გამოც სწორედ აღნიშნულ სასტუმროზე უნდა შევაჩეროთ არჩევანი.
გამოცდილება...
მართალი გითხრათ, თავდაპირველად ძალიან დაუფიქრებლად დავიწყე ყველაფრის გაკეთება, ბოლომდე არ ვიყავი გათვითცნობიერებული, თუ რა სირთულეები ახლდა სასტუმროს მართვას. დავდიოდი ტრენინგებზე და ძალიან ბევრს ვკითხულობდი ამ მიმართულებით. შესაბამისად, დამიგროვდა ცოდნა, რომელიც დამეხმარა მეპოვა გზები, რათა შემექმნა უფრო მყარი საფუძველი იმ საქმისთვის, რომელსაც ვაკეთებ. მინდოდა ყველაფერი ყოფილიყო მაღალი ხარისხის. სასტუმროსთვის ავარჩიე ძველი ბერძნული სტილი, რაც ვფიქრობ ძალიან მოუხდა აღნიშნულ გარემოს. მართლა არ მეგონა, თუ ასეთი რთული იქნებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ მეორე წელია უკვე, რაც დაიწყო სასტუმრომ ფუნქციონირება და შეიძლება ითქვას, რომ დღეს ყველაფერი თითქმის ისეა, როგორც მქონდა ჩაფიქრებული. თუმცა, ვცდილობ ყოველ წელს რაღაც ახალი შევთავაზო ჩვენს მომხმარებლებს. მაგალითად, შარშან სურდათ გვქონოდა მინიბარი და წელს მოვახერხეთ მათი სურვილის დაკმაყოფილება. გარდა სამზარეულოსი, ყველაფერს მე ვმართავ, ყველაფერი ერთად შევითავსე, უშუალოდ მე მაქვს თითოეულ სტუმართან ურთიერთობა, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.
რატომ უნდა ავირჩიოთ „ტრამონტო“?
„ტრამონტოში“ მოდიან ადამიანები, ვისაც სიმშვიდე სურთ. ახალგაზრდები, ვისაც კლუბური დასვენება და ღამის გართობები უყვართ, ჩვენ არ გვირჩევენ, თუმცა ვისაც მოსწონს მყუდრო გარემო, ურჩევნიათ დატკბნენ ულამაზესი ზღვის ხედით, წაიკითხონ წიგნები, მოუსმინონ მშვიდ მუსიკას და თავი იგრძნონ სრულ ჰარმონიაში გარემოსთან. სწორედ ისინი არიან ჩვენი სტუმრები და ძირითადად ისინი ევროპის სხავადასხვა ქალაქიდან ჩამოდიან. ასევე მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი ფასები, რითაც რა თქმა უნდა უპირველესად ინტერესდებიან მომხმარებლები. გვაქვს შეღავათები: მაგალითად, თუ არის ადამიანი ბავშვით, მას აღარ ვუმატებთ თანხას, გვაქვს უფასო საუზმე და უგემრიელესი ქართული კერძები. ასევე გვაქვს აუზი, საბავშვო კუთხე, მინიბარი და ასე შემდეგ. ვისაც სურს ზღვა, მზე, სიმშვიდე, სისუფთავე, მეგობრული და ძალიან ყურადღებიანი დამოკიდებულება, აუცილებლად უნდა ეწვიონ სასტუმრო „ტრამონტოს“.
დამატებითი სერვისები.
ტურისტები, რომლებიც ჩვენს რეგიონში ჩამოდიან, საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით გეგმავენ გასვლებს. „ტრამონტოს“ ერთ-ერთი უპირატესობა ისიც არის, რომ ვაკეთებთ ტურების ორგანიზებას − დაწყებული აჭარის ტურიდან, დამთავრებული სვანეთამდე. ანუ დამსვენებელს აღარ უწევს ნერვიულობა დამატებით დეტალებზე. შეიძლება ითქვას, რომ ყველა სტუმარი, რომელიც გვიზიარებს შთაბეჭდილებებს, აღფრთოვანებულია ზოგადად საქართველოთი, მაღალმთიანი აჭარით და მეც ვცდილობ უფრო საინტერესო ინფორმაცია მივაწოდო მათ, რათა კვლავ გაუჩნდეთ ჩამოსვლის სურვილი, ასევე მოუყვნენ საკუთარ მეგობრებს საქართველოს სილამაზეზე, კულტურასა და ხელოვნებაზე.
„ტრამონტო“, ანუ...
„მზის ჩასვლა“ − იტალიურად. ბევრს ვფიქრობდი, რა დამერქმია სასტუმროსთვის. ძალიან მიყვარს იტალია, ასევე ის საოცარი დაისები, რომლებსაც ჩემი სასტუმროდან ყოველდღე შევყურებ. ამ ორი სიყვარულის შერწყმით კი გამოვიდა ულამაზესი სახელი − „ტრამონტო“.