ზაფხული მიილია და მალე საშემოდგომო განწყობაც სრულად მოგვიცავს. თბილი საღამოები გვახსენებენ, რომ ჯერ კიდევ შეგვიძლია მივაშუროთ ადგილებს, რომლებიც საინტერესო და მშვენიერია. წარმოგიდგენთ ევროპის მიმართულებებს, სადაც ჯერ კიდევ შეძლებთ ზაფხულთან ღირსეულ გამოთხოვებას.
#1 გრანადა
ესპანეთში მდებარე ეს ქალაქი ისტორიული წარსულითაა ცნობილი. მხოლოდ ყოფილი სამეფო დინასტიის კომპლექსის დათვალიერება რამდენიმე დღეს წაგართმევთ. ესტუმრეთ საკათედრო ტაძარს და ფედერიკო გარსია ლორკას საზაფხულო რეზიდენციას, სადაც სალვადორ დალის შემოქმედებასაც იხილავთ. გრანადა გასტრონომიული თვალსაზრისითაც მოგხიბლავთ.
#2 კრაკოვი
პოლონეთში სიდიდით რიგით მეორე ქალაქი იდეალურია ბევრი სეირნობისთვის. აქ აუცილებლად უნდა ეწვიოთ ძველ ქალაქს, მიხვიდეთ სასახლემდე, წაიხემსოთ სადმე ხედით კოშკზე....
#3 ამსტერდამი
ამსტერდამში არ უნდა ეძებოთ რა მოინახულოთ, ადილები თავად გიპოვნიან. იქირავეთ ველოსიპედი, ნავი, ან ფეხით გაუდექით ვიწრო ქუჩებსა და არხებს მთელ ქალაქში. ჰოლანდიის დედაქალაქი ხელოვნების მოყვარულებს განსაკუთრებით დააინტერესებთ.
#4 ლისაბონი
პორტუგალიის დედაქალაქი ცნობილია ძველი შენობებით, თანამედროვე ყავის მაღაზიებით, მრავაფეროვანი კერამიკით, ანტიკვარული კუთხეებით და ოკეანის ხედით. ზღვის პროდუქტების მოყვარულები აუცილებლად უნდა ეწვიონ ადგილობრივ კაფეებს.
#5 ნეაპოლი
აქ სანაპირო დასვენებისთვის და კულინარიული შედევრებისთვის მიდიან. გემრიელი საკვებისთვის მიაკითხეთ ესპანურ კვარტალს, სადაც ძალიან იაფად დანაყრდებით. არც პიცერია დაგავიწყდეთ ცნობილი ნეაპოლიტანური პიცის დაგემოვნებისთვის.
#6 ბერლინი
აქ ყველა ცეკვის მსურველი იპოვნის მეწყვილეს თუ სასურველ მუსიკას. ბერლინში გატარებული თითოეული ღამე უსასრულო და მარადიული მოგეჩვენებათ.
#7 ბარსელონა
ანტონიო გაუდის დაუმთავრებელი პროექტი აუცილებლად უნდა ნახოს ყველამ, ვისაც არქიტექტურის დიდებულება აღაფრთოვანებს. შემდეგ კი ყველაფერი დანარჩენი - ერთი დღე სანაპირო დასვენებასაც შეგიძლიათ მიუძღვნათ.