ზოგიერთი მათგანი სახალისოა, ზოგიერთი გამოცდილების გასაუმჯობესებლად გამოიყენება, ზოგი კი ტექნოლოგიურ მიღწევებს სხვა თვალით დაგანახებთ. დიახ, ჩვენ სამოგზაურო გაჯეტებზე ვსაუბრობთ! თანამედროვე მოგზაურებისთვის მოგზაურობის პროცესი წლიდან წლამდე საკმაოდ იოლდება. გახადეთ მოგზაურობა უფრო უსაფრთხო, მარტივი და სასიამოვნო!
მსოფლიოში ყველაზე პატარა ორთქლის უთო
42-ვატიანი ეს მოწყობილობა ყველაზე პატარა უთოა, რაც კი ოდესმე შეუქმნიათ. ის დაახლოებით კომპიუტერის „თაგვის“ ზომისაა და საქმიანი ვიზიტებისთვის ძალიან საჭირო ნივთია. გზაში ოფიციალური პერანგის თუ კოსტიუმის დაჭმუჭვნის ალბათობა საკმაოდ მაღალია. ასევე, გამოიყენებთ მაშინ, თუ თან მიგაქვთ კაბა, რომელიც დაკეცვას ვერ უძლებს. იყავით მუდამ მოწესრიგებული!
ჯიბის ზომის პორტატული სარეცხი მანქანა
თუ ლაშქრობას აპირებთ და სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილის მოსანახულებლად მიდიხართ, Scrubba Wash Bag ნამდვილად შეგიყვარდებათ. ეს მსუბუქი და პატარა ჩანთა გზაში სამოსის გასარეცხადაც გამოგადგებათ და თანხას თუ დროსაც მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ. 2-4 ლიტრი წყლით და ცოტაოდენი სარეცხი საშუალებით, ტანსაცმელი სუფთა სულ რაღაც 3 წუთში იქნება.
პორტატული Wi-Fi Hotspot & Power Bank
ამ ნივთის მეშვეობით აღარ იდარდებთ უცხოურ სიმბარათებსა თუ როუმინგზე. ინტერნეტთან დამაკავშირებელი გონებამახვილური გაჯეტი შეუზღუდავი 4G LTE სერვისით ხასიათდება და მსოფლიოს გარშემო 130 ქვეყანაში ფუნქციონირებს. მას ერთდროულად 5 მოწყობილობასთან დაკავშირება შეუძლია და გამოიყენება როგორც ლეპტოპის, ასევე მობილურის დასამუხტავად.
ავტომატური სამგზავრო ვაკუუმი
პატარა და ჭკვიანი პორტატული კომპრესორი ჩანთაში არსებულ ჰაერს შეისრუტავს, სამოსის მოცულობას გაანახევრებს და სხვა ნივთებისთვისაც ადგილს გამოაცალკევებს. ხშირადაა შემთხვევა, როცა მოგზაურობისას ახალ ნივთებს ვყიდულობთ და წამოსვლისას ჩანთაში ვეღარ ვატევთ. ატარეთ თან ეს სამგზავრო ვაკუუმი, განსაკუთრებით ზამთარში, და მსგავსი პრობლემა აღარ შეგექმნებათ.
ვიდეოს ჩამწერი სათვალე
მსგავსი ნივთი ბევრ მოგზაურს გაახარებს, რათა მოულოდნელი შთაბეჭდილებებიც მარტივად და მოხერხებულად ჩაწეროს. ის თქვენს თვალებს მზისგანაც იცავს. ვიდეოებთან ერთად, სათვალე ფოტოებსაც იღებს. ორივე მათგანი მაღალი ხარისხისაა და მისი მეშვეობით წყალქვეშ გადაღებასაც შეძლებთ.
ფეხის გასათბობი მაღალტექნოლოგიური ხელსაწყო
სუსხიან სეზონებზე მოგზაურობისას ან ცივ ამინდში, აქტივობა უფრო სასიამოვნო რომ გახადოთ და ამინდმა ხელი არ შეგიშალოთ, ეს პროდუქტი გამოიყენეთ. თოვლში ან ყინვაში თერმული ფეხსაცმლის ჩასაფენი ფეხის სითბოს უზრუნველყოფს. ხელსაწყოს ტექნოლოგიური რესურსის დახმარებით ფეხები სისველისგანაც დაცულია. იდეალურია ზამთრის სპორტით დაკავებისას.
ღვინის ჩანთა
ეს პრაქტიკული ღვინის ჩანთა იდეალურია პიკნიკებისთვის, სანაპიროზე რომანტიკული შეხვედრებისთვის და სხვა შემთხვევებისთვის, როცა რამის აღნიშვნა გსურთ. მას ასევე აქვს სპეციალური ჯიბე ყინულისთვის და იდეალური საჩუქარია ალკოჰოლური სასმელის მოყვარული მოგზაურებისთვის.
მზის ენერგიაზე მომუშავე სინათლის წყარო
თუ მორიგი თავგადასავლისთვის ჭკვიანურ და გამოსაყენებელ სინათლის წყაროს ეძებთ, ეს ნივთი იდეალურად მოგემსახურებათ. 6-7 საათის განმავლობაში მზეზე დამუხტვის შემდეგ, ინოვაციური მოწყობილობა სინათლით თქვენს უზრუნველყოფას 16 საათით მოახერხებს. ის პორტატულია, წყალგამტარია და იწონის მხოლოდ 56 გრამს.
„სირაქლემას ბალიში“
ეს მოწყობილობა გზაში დასაძინებლად, გამოსაცოცხლებლად და პროდუქტიულობის ასამაღლებლად ძალიან საჭირო აქსესუარია. განსაკუთრებით ავტომანქანის მართვისას გამოგადგებათ. ბალიში იმდენად მაღალტექნოლოგიურადაა აღჭურვილი, რომ ფრენის შემდეგ მოგვრილ დაღლას საუკეთესო დასაძინებელი ატმოსფეროს შექმნით პასუხობს. ერთი შეხედვით სასაცილო ფორმა აქვს, თუმცა სრულად ხართ დაცული იმ ხმისგან და სინათლისგან, რომელიც იმ მომენტში თქვენ გარშემოა.
დაკიდული კარავი
ბუნების სრულფასოვანი შეგრძნება ხეებთან დაკავშირებული კარვით შეგიძლიათ, რომელიც ორ ადამიანს იტევს და ჰამაკის ფორმა აქვს. საოცრად კომფორტული თავშესაფარი ლაშქრობებს უფრო მეტად მომხიბვლელს გახდის. კარავი მრავალნაირად იხსნება და უბრალოდ, ხეების ქვეშ წამოწოლას ან წყალთან რუჯის მიღებასაც შეძლებთ. მაღალტექნოლოგიური მასალებით დამზადებული კარავი წვიმაშიც უსაფრთხოა, ჩვეულებრივი კარვების მსგავსად ძირი არ უსველდება და ძალიან კომფორტულ დასვენებასაც უზრუნველყოფს.