ქუთაისი საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქია. „იმერეთის გულიდან“ ახლო ლოკაციებზე ბევრი საინტერესო მოგზაურობის დაგეგმვა შეგიძლიათ, რომელიც მხოლოდ რამდენიმე საათს გასტანს.
წყალტუბო
ეს პატარა სპაკურორტი ქუთაისთან ახლოს მდებარეობს და მნიშვნელოვანი ადგილია იმისათვის, რომ აღმოაჩინოთ. წყალტუბო თავს იწონებს მინერალური წყაროებით, მთავარი ფოკუსი კი აქ ბალნეოთერაპიაზეა გამახვილებული. საბჭოთა კავშირში, ქალაქი ადგილობრივებისა თუ სხვა ეროვნების წარმომადგენლებისთვის პოპულარულ მიმართულებას წარმოადგენდა. წყალტუბო წლიურად 125 000 ტურისტს იზიდავდა.
ჭიათურა და კაცხის სვეტი
ჭიათურაში ბუნების ერთ-ერთი საოცრება მდებარეობს − 40 მეტრი სიმაღლის კაცხის სვეტი. 1944 წლამდე ძეგლის ძირფესვიანი დაკვირვება არ მომხდარა. 1999 წლიდან 2009 წლამდე რეგულარული ექსპედიციების შედეგად აღმოაჩინეს, რომ კაცხის ბოლოში ოდესღაც მონასტერი არსებობდა. დღეს სვეტზე 2009 წელს აგებული ტაძარია. სამწუხაროდ, ასვლა ნებადართული არაა, მაგრამ ხედით ტკბობა ნამდვილად ღირს.
შაორის ტბა
შაორი ერთდროულად ტბაცაა და წყალსაცავიც, და ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყლის რესურსს წარმოადგენს. ქუთაისიდან 1 საათის სავალ გზაზე, ბუნების გასაოცარ ხედებს შენიშნავთ. შაორი განსაკუთრებით ლამაზი შემოდგომის სეზონზეა.
ოკაცეს კანიონი
ბუნების მოყვარულებს ოკაცე აუცილებლად მოხიბლავთ. სპეციალურად შექმნილი ბილიკი 2-3 საათის განმავლობაში საოცარ ტყეს და ბუნებას დაგათვალიერებინებთ. აქ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჩანჩქერი − კინჩხა მდებარეობს. შემდეგ, თავგადასავალს კლდეზე დაკიდული ხიდით აგრძელებთ.
მარტვილის კანიონი
ბუნების კიდევ ერთი საოცრება − კანიონის ზურმუხტისფერი ტბა ყველა ვიზიტორს აღტაცებას გვრის. გზა არც გრძელია და არც რთული. თუ სტანდარტული გეზი არ დაგაკმაყოფილებთ, ტბის გარშემო ნავით გასეირნებასაც შეძლებთ.
ბორჯომი
ბორჯომი მინერალური წყლის წყაროებით და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკითაა ცნობილი. ლაშქრობის მოყვარულებს აქ დროის გატარება ძალიან მოეწონებათ. ბორჯომის ცენტრალურ პარკში გოგირდის აბაზანებში განტვირთვასაც შეძლებთ.
ზუგდიდი
სამეგრელოს ცენტრალური ქალაქი მშვენიერი არჩევანია ქუთაისიდან ერთდღიანი ექსკურსიისთვის. აქ სამეგრელოს სამეფოს მმართველ დინასტიაზე − დადიანების ოჯახზე შეიტყობთ და მათი სასახლის დათვალიერებით დატკბებით. განიტვირთებით ბოტანიკურ ბაღში ან ბულვარში.
კოლხეთის ეროვნული პარკი
სანაპირო და საპორტო ქალაქი ფოთი ერთი მშვენიერი ეროვნული პარკის სამშობლოა. კოლხეთი მდიდარია ფლორითა და ფაუნით. მთავარი ტურისტული ატრაქციონი პალიასტომის ტბაა. აუცილებლად ისარგებლეთ ნავის ტურით ტბაზე. არქეოლოგებმა აქ უძველესი კოლხეთის სამეფოს გადმონაშთები იპოვეს.
ახალციხე და ვარძია
მართალია, ახალციხე და ვარძია ერთდღიანი ვიზიტისთვის შორსაა, მაგრამ მათ, ვისაც ბევრის მოსწრება სურთ, ამ ლოკაციის გათვალისწინებაც შეუძლიათ. ახალციხეში ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, რაბათის ციხესიმაგრე მდებარეობს − ახლად რესტავრირებული კომპლექსი, რომელიც სხვადასხვა რელიგიასა და კულტურას აირეკლავს.
ასევე, ახალციხის სიახლოვეს მე-13 საუკუნის კლდეში ნაკვეთ ქალაქს მიაგნებთ. ვარძია თამარ მეფის დროს შეიქმნა და უამრავი მტრის შემოსევისას გადარჩა. აქ 13 სართული და 600-ზე მეტი ოთახია. ასევე ტაძარი, კოშკი და ღვინის მარანია.