სულერთია ხელბარგს ალაგებთ თუ დიდ სამგზავრო ჩანთას, მნიშვნელოვანია რას მოათავსებთ მათში, რათა მოგზაურობის დროს არანაირი პრობლემა არ შეგექმნათ. მხედველობაში იქონიეთ აეროპორტისგან მიღებული წინა გამოცდილება და საბუთები ერთად, მოხერხებულ ადგილას მოიმარაგეთ. შემდეგ დარწმუნდით, რომ მორიგი გამოცდილება გაცილებით კომფორტული და სასიამოვნო იქნება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამიტომაც, თუ სრულ მზადყოფნაში იქნებით, დისკომფორტს არაფერი შეგიქმნით. ხშირად წინასწარ დაგეგმილი სცენარი ოდნავ უხვევს გზიდან და გაუთვალისწინებელ ფაქტზე მეტი დრო გეხარჯებათ. გირჩევთ თან იქონიოთ ეს ნივთები და ლოდინიც მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქდებათ.
1. წყლის ბოთლი
არ მოაკლოთ ორგანიზმს წყალი, განსაკუთრებით გზაში და ფრენის დროს. რადგანაც პლასტიკური ბოთლები ერთჯერადი გამოყენებისთვისაა მიზანშეწონილი და სატარებლად არაკომფორტულია, აირჩიეთ მყარი ზედაპირის, სასურველი დიზაინით გაფორმებული ცივი წყლის ბოთლები. ერთ-ერთი კომპანია, სახელწოდებით Nomader, დრეკად ბოთლებსაც უშვებს, რათა ჩანთაში ზედმეტი ადგილი არ დაიკავონ.
2. სამგზავრო ბალიში
დიდი ზომის ბალიშებს, რომლებიც კისერს ორჯერ ან სამჯერ ეხვევა, დასვენებისთვის და სატარებლად ძალიან კომფორტულად გამოიყენებთ.
3. კალამი
პატარა ზომის კალამი მოულოდნელად შეიძლება გახდეს საჭირო. ფრენის დროს შეგიძლიათ შეავსოთ სუდოკუ და კროსვორდი ან დახატოთ რაიმე თუნდაც ხელსახოცზე, დროის გაყვანის მიზნით.
4. ბლოკნოტი
მართალია, თანამედროვე სამყაროში გაჯეტებმა ბლოკნოტები ჩაანაცვლეს, თუმცა ნამდვილი მოგზაურებისთვის ის მაინც აუცილებელი თანამგზავრია. ტელეფონის გათიშვის ან მისი ვერ გამოყენების შემთხვევაში, თუ უბრალოდ სამოგზაურო მოგონებების ჩასაკრობად და ჩანაწერების შესანახად, ის საუკეთესოდ გამოგადგებათ.
5. თვალის ნიღაბი
სინათლის დამხშობი „სათვალე“ თვალების დასვენების და წათვლემის გარანტია გახდება. აბრეშუმისგან დამზადებული ნიღაბი თვალის რეცეპტორებს სინათლისგან მიღებული გაღიზიანების ნაცვლად, დროებით დაამშვიდებს.
6. ხმის დამხშობი ყურსასმენები
როგორ გავხადოთ მოგზაურობა უფრო კომფორტული და სასიამოვნო? ამას გარშემო არასასურველი ხმების დახშობით მოახერხებთ! სხვა მგზავრები, რემონტი თუ არასასიამოვნო ხმაურიანი მოვლენები პრობლებას აღარ წარმოადგენს.
7. ყურის დასაცობი
იმ შემთხვევაში, თუ მუსიკის მოსმენა არ გსურთ ან კონკრეტულ მომენტში არ შეგიძლიათ, ყურის საცობები გამოიყენეთ. ასე ყურის აპკს ნამდვილად დაასვენებთ.
8. სველი ხელსახოცი
ხელების დეზინფექცია ფრენის დროს აუცილებლად შესასრულებელი საქმიანობაა. სასურველია, თუ საკუთარ ადგილას მოთავსებისას, სველი ხელსახოცით გაწმენდთ სკამის სახელურებსა და მაგიდას. ასე დიდი რაოდენობით ბაქტერიას და ვირუსს მოიცილებთ თავიდან.
9. სახის კანის მოვლის საშუალებები ფრენისთვის
სახის გაწმენდა და დატენიანება ჭკვიანური ნაბიჯია მას შემდეგ, რაც ფრენას განახორციელებთ. ისინი კანს გამოაცოცხლებენ და ტემპერატურის ცვლილების გამო ნეგატიური რეაგირებისგან დაიცავენ. ამ დროს განსაკუთრებით სასარგებლოა კიტრის შემცველი პროდუქტები, რომლებიც სახეს ფორმას მომენტალურად დაუბრუნებენ. თვითმფრინავში მაკიაჟის ტარების შემთხვევაში, მოიშორეთ ის მთლიანად და შემდეგ დაიტენიანეთ კანი.
10. მზისგან დამცავი
მზისგან დამცავი საშუალება განსაკუთრებით მაშინ დაგჭირდებათ, თუ ფანჯარასთან ზიხართ. მისი გამოყენებით კანზე ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებას მნიშვნელოვნად შეამცირებთ.
11. ტუჩის ბალზამი
ტუჩის ბალზამი ჯადოსნური გადამრჩენელია, როცა საქმე მოგზაურობას ეხება. ეს ნივთი განსაკუთრებით მათ უნდა ატარონ, ვისაც მშრალი და დამსკდარი ტუჩები აქვს.
12. ხელის კრემი
სახესთან ერთად, მოვლა ხელებსაც სჭირდება. აირჩიეთ მსუბუქი სტრუქტურის კრემი, რომელიც ხელებს სწრაფად დაგიტენიანებთ. რამდენიმე გამოყენების შემდეგ იგრძნობთ, რომ ხელები გაცილებით ნოტიო გახდება და სუნთქვას დაიწყებს. გამოიყენეთ როგორც თვითმფრინავში ყოფნის შემდეგ, ასევე მზიან ადგილებში სეირნობის შემდეგაც.
13. პირველადი დახმარება
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის დროს შესაძლოა უცხოურ აფთიაქებში სტუმრობა სირთულეს წარმოადგენდეს ან საერთოდ არ იყოს იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც ისვენებთ. მათ ვისაც ძლიერი ყურების ტკივილი აქვს ფრენის დროს, აუცილებლად სჭირდება პირველადი დახმარებისთვის განკუთვნილი მედიკამენტები. მოათავსეთ წამლების ყუთი ხელბარგში და გაცილებით უკეთ შეძლებთ მგზავრობას და დასვენებას, სტრესის გარეშე.
14. სამგზავრო საფულე
მგზავრობისას იმაზე მეტი დოკუმენტი გჭირდებათ, ვიდრე ყოველდღიური საფულე იტევს. დაზღვევა, ბილეთები, სასტუმროს ბარათი და აშ. სჯობს ყველაფერს ერთად, კომპაქტურად მოუყაროთ თავი. ამასთან ერთად, მათ დაზიანების გარეშე, დაცულად შეინახავთ.
15. წვიმისგან დამცავი
თუ წვიმაში მოხვედრა არ განაღვლებთ, ამ ნივთის წაღებას ნუ გაითვალისწინებთ. ამინდის პროგნოზიც შეძლება შეცდეს, განსაკუთრებით ზაფხულში და წვიმაში ერთხელ მაინც მოყვეთ. იქონიეთ სპეციალური საწვიმარი ქურთუკი ან დასაკეცი ქოლგა.
16. პასპორტის ასლი და დამატებითი ფოტო
პასპორტი საერთაშორისო მოგზაურობის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთია. ამიტომაც, თავის დაზღვევის მიზნით ატარეთ მისი ფერადი ასლი. დაკარგვის შემთხვევაში ასე ნაკლები პრობლემა შეგექმნებათ და ორიგინალი დოკუმენტის სასტუმროში დატოვებაც შეგეძლებათ.