სისუფთავე, მაღაზიასთან სიახლოვე და მაშველები - სანაპიროებს ძირითადად ამ მახასიათებლებით აფასებენ. დამატებითი კომფორტია: სანაპიროს ბრტყელი, მოხერხებული ზედაპირი და სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის მოწყობა. რომელ ადგილებს უნდა მიაკითხოთ თუ ევროპაში, ზღვის პირას დასვენება გადაწყვიტეთ?
#1 პოპულო, პორტუგალია
აქ სეზონი ზაფხულის მოახლოებასთან ერთად იწყება და შემოდგომის შუა რიცხვებამდე გრძელდება. სანაპიროდან გზა და სოფლები მოსჩანს. ძირითადი კრიტერიუმებიდან მას საერთო საშხაპე, პარკინგი და სასადილო აქვს.
#2 Sunny Beach-North, ბულგარეთი
ბულგარეთში დასვენება ოჯახურ სიმშვიდესთან ასოცირდება. ეს ქვეყნის ყველაზე გრძელი სანაპიროა და ტყისა და მთების გარემოცვაში მდებარეობს. ტემპერატურა საშუალოდ 27 გრადუსია.
#3 Sidi Ifni Municipale, მოროკო
სიდი-იფნი ატლანტის ოკეანის სანაპირო ქალაქია. აქ საოცრად მოვლილი ქუჩები და სუფთა სანაპიროა. აღსანიშნავია ველური ბუნება, რომელიც მოწესრიგებულ სანაპიროსთან თანაარსებობს.
#4 Maner Coat Clevarec, საფრანგეთი
ეს ფრანგული კუთხე ბაღებითა და სანაპიროებითაა მორთული. ზღვის ტალღები აქ განცალკევებულ ლაგუნებს ქმნიან, რომლებიც სამოთხეა ბუნების და სპორტის მოყვარულთათვის. სეზონი ხანმოკლეა: ივლისი - სექტემბერი.
#5 ალმერია, ესპანეთი
საოცარია, რომ ქალაქის სანაპირო იდეალურ მდგომარეობაშია, თითქოს აქ ხალხი საერთოდ არ დადის. შეგიძლიათ ესტუმროთ როგორც მოკლევადიანი მოგზაურობისას, ასევე დიდი ხნით დასასვენებლად.
#6 Lourdas, საბერძნეთი
ეს სანაპირო საბერძნეთის სამხრეთით მდებარეობს. ის სავსეა კაფეებითა და მაღაზიებით, მოკლედ ყველაფერია, რაც სრულფასოვან დასვენებას სჭირდება. წყალი კრისტალივით წმინდაა.
#7 Phoenicia Beach, რუმინეთი
ეს კურორტი აქტიურ დასვენებას გპირდებათ. სანაპიროს თამაშებისთვის აქ ყველანაირი ინვენტარი მოიძებნება.