ვარსკვლავური წყვილი ვიქტორია და დევიდ ბექჰემები უკვე 20 წელია, რაც ერთად არიან და საუკეთესო ოჯახის და მოსიყვარულე წყვილის სტატუსს ინარჩუნებენ. ბექჰემებმა გადაწყვიტეს, რომ ეს გრანდიოზული თარიღი განსაკუთრებულად აღენიშნათ და დრო რომანტიკულ მოგზაურობაში, საფრანგეთში გაატარეს, ახლა კი ლონდონში, ბარბარა სტრეიზანდის კონცერტზე პაპარაცების წინაშე გამოჩნდნენ.