ემილი რატაკოვსკი ზაფხულის ცხელ დღეებს მეუღლესთან ერთად მოგზაურობაში ატარებს. წყვილი ესპანეთში, კერძოდ კი მალორკაში ისვენებს. როგორც მოდელი ინსტაგრამზე წერს, ეს არის ადგილი, სადაც ბავშვობაში ყოველ ზაფხულს ატარებდა. 10 წლის შემდგომ, კი მეუღლემ ოცნება აუსრულა და წელს ისევ ბავშვობის წლებს დაუბრუნდა. ემილიმ მოგზაურობის ფოტოებთან ერთად, მალარკაში გადაღებული პატარაობის სურათებიც გამოაქვეყნა.