2019 წლის, 1 ივლისს თელავში ახალი ბრენდული სასტუმრო, Holiday Inn Telavi, ოფიციალურად გაიხსნა.
სასტუმრო განთავსებულია XIX საუკუნის ისტორიულ შენობაში, თელავის ცენტრში, კახეთის რეგიონის დედაქალაქში, რომელიც გამორჩეული ღვინის კულტურითაა ცნობილი.
სასტუმროს საზოგადოებრივი სივრცეები მოიცავს ინოვაციურ, ღია ლობი ბარის კონცეფციას, რომელიც ბრენდმა შეიმუშავა. თანამედროვე და კომფორტული სივრცე აღჭურვილია სამაგიდო თამაშებით და ეკრანებით, რაც იმას ნიშნავს, რომ იდეალურად მყუდრო გარემოა სტუმრების გასართობად და სამუშაოდ.
სასტუმროს მეხუთე სართულზე განთავსებულია რესტორანი და ბარი „იბერიკო“, რომელიც გთავაზობთ არა მხოლოდ განსაკუთრებული ევროპულ და ქართული კერძების მრავალფეროვან მენიუს, არამედ ულამაზესი ალაზნის ველისა და კავკასიონის ხედებს.
პანორამული ხედები იშლება ასევე სასტუმროს საცურაო აუზიდან. სტუმრებს შეუძლით ისარგებლონ საუნით, ორთქლის ოთახით, სავარჯიშო დარბაზით.სასტუმროში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი 50 სტუმარზე.
შიდა ინტერიერი ასახავს ბრენდის თანამედროვეობას და ხაზს უსვამს ადგილმდებარეობის და შენობის ისტორიულ მემკვიდრეობას.
რაც მთავარია, სასტუმროს გუნდი იზრუნებს თქვენს კომფორტზე და უზრუნველყოფს თქვენი, საქმიანი თუ დასასვენებელი, მოგზაურობა გახადოს დაუვიწყარი.
Holiday Inn-ი მიჩნეულია როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი, რომელიც გვთავაზობს სრულ მომსახურეობას. მსოფლიოს მასშტაბით ცნობილია თავისი კომფორტით, ფასეულობებით და დამოკიდებულებით.
,,Intercontinental Hotel Group’’, მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ქსელია, რომელსაც ეკუთვნის ბრენდი Holiday Inn. სასტუმრო არის შპს „სასტუმრო თელავის“ მფლობელობაში და მას მართავს Hotel Collection International (მანამდე ცნობილი ,,T3 Hospitality Management’-ად) , Intercontinental Hotel Group -ის მიერ ლიცენზიის ხელშეკრულების საფუძველზე.
IHG-ს პორტფოლიოში საკუთრებაში ან მართვის, ფრანჩაიზინგის თუ იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში არის 5200-ზე მეტი სასტუმრო და თითქმის 780 000 ნომერი მსოფლიოს 100 ქვეყანაში, ასევე 1500-ზე მეტი სასტუმრო განვითარების სტადიაში მსოფლიოს გარშემო. IHG ასევე მართავს IHG® Rewards Club, გლობალურ ლოიალურობის პროგრამას, რომელსაც ჰყავს 100 მილიონზე მეტი წევრი.
InterContinental Hotels Group PLC არის ჰოლდინგი დიდ ბრიტანეთში, ასევე რეგისტრირებული ინგლისსა და უელსში. IHG-ს მსოფლიოს სასტუმროებსა და კორპორატიულ ოფისებში დასაქმებულია 350 000-ს ადამიანზე მეტი.
InterContinental Hotels Group PLC არის საერთაშორისო, სასტუმროების მმართველი კომპანია, რომლის სათაო ოფისიც ლუქსემბურგში მდებარეობს და მართავს 20-მდე სასტუმროს ევროპასა და აფრიკაში.
როგორც კომპანიის თანამფლობელი, ლევან ერისთავი გვიამბობს: ,, ჩვენ გვინდოდა რომ შეგვექმნა სასტუმრო რომელიც შეესაბამებოდა ქართული ტურიზმის და მასპინძლობის მოთხოვნებს, სასტუმრო რომელიც იქნებოდა თანაბრად კომფორტული როგორც ოჯახური ასევე საქმიანი მოგზაურობისთვის. მიზანი იყო, შეგვექმნა თანამედროვე ინტერიერი ადგილობრივი ავთენტურობით. პროექტი განხორციელდა ,,აწარმოე საქართველოსა’’ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარების და ასევე საერთაშორისო სტანდარტის მქონე სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით. მე ძალიან ბედნიერი ვარ შედეგით, რომელსაც მივაღწიეთ Holiday Inn ბრენდის გუნდთან ერთად და მოუთმენლად ველოდები რომ გავხდეთ განსაკუთრებულად გამორჩეული დანიშნულების ადგილი საერთაშორისო თუ ადგილობრივი სტუმრებისთვის.
სასტუმროს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და ჯავშნებისთვის, დარეკეთ ნომერზე: +995 32 261 11 11