ფრანგმა ფოტოგრაფმა ტიბო პუარიერმა ვენეციაში მოგზაურობისას საკუთარი შთაბეჭდილებები საუკეთესო კუთხით წარმოგვიჩინა: მან არა ხალხმრავალი და ნათელი ვენეცია, არამედ ბნელი და მისტიური ქალაქი დაგვანახა. სიმეტრიული კოპოზიციებით ფოტოგრაფმა "წყნარი სილამაზე" წარმოაჩინა. შუაღამე არის დრო, როცა წინა საუკუნეების არქიტექტურა მედიდურად გიყურებს და წყლის არხებიც საოცარი სიმშვიდის შეგრძნებას განიჭებენ.