არ ვიცი, დაუვიწყარი მოგზაურობების მოყოლას საიდან იწყებენ ხოლმე. ასეთ დროს რთულია თავი მოუყარო ყველა იმ გასაოცარ მომენტს, რომლებიც ერთიმეორეზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა შენზე. ვფიქრობ, უპირველესად, ის საერთაშორისო ლიდერი ტუროპერატორი უნდა ვახსენო, რომელმაც ამდენი ზღაპრული მოგონება მაჩუქა. „პეგას ტურისტიკი“ უკვე მზად არის თითოეულ თქვენგანს ემსახუროს და სულ რაღაც 240 ევროდან არაჩვეულებრივი ტურები დაგიგეგმოთ. მთავარი ამბავი ის გახლავთ, რომ „პეგას ტურისტიკი“ 16 ივნისიდან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, თურქეთის კურორტების − მარმარისის, ბოდრუმის, ანტალიისა და კუშადასის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს იწყებს, რომლებსაც ყველაზე კომფორტული − „თურქეთის ავიახაზები“ განახორციელებს.
ზაფხულის მთავარი საფიქრალი ხომ ის არის, თუ სად წახვიდე დასასვენებლად, თანაც ისე, რომ მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში იყო და არც ძალიან ძვირი დაგიჯდეს. მსგავსი დასვენება „პეგას ტურისტიკმა“ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებსაც მოგვიწყო. ზოგადად, სახლიდან შორს კვირაზე მეტხანს ყოფნა მბეზრდება, თუმცა ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც უკან ძალიან სევდიანი დავბრუნდი. ვერაფრით ველეოდი გასაოცარ ბუნებას, მცხუნვარე მზეს, ფირუზისფერ ზღვას, ქალაქების შთამბეჭდავ ესთეტიკას და სასტუმროებისა და მომსახურების უმაღლეს დონეს. ვესტუმრეთ სამ ერთმანეთისგან განსხვავებულ საკურორტო ზონას − მარმარისს, ბოდრუმსა და ანტალიას, რომლებმაც გამორიცხულია თავი არ შეგაყვაროთ. მე კი ვეცდები ჩემი სიყვარულის ისტორია გაგანდოთ და მოგიყვეთ, თუ როგორ და რატომ შემიყვარდა თურქეთი.
დანიშნულების პირველი წერტილი მარმარისი გახლდათ. როდესაც დატვირთულ სამუშაო გრაფიკს თავს აღწევ და უცბად ასეთ ზღაპრულ ადგილას აღმოჩნდები, შეიძლება გეგონოს, რომ მართლა სამოთხეში მოხვდი. არაფერი შეედრება იმ შეგრძნებას, როდესაც შენი მთავარი საფიქრალი ის არის, რომ მზეზე ნებივრობისას ლანჩის დრო არ გაგეპაროს. არც იმაზე დარდობ, რომ რაიმეში ვერ გაერკვევი და პრობლემა შეგექმნება, ვინაიდან აეროპორტშივე „პეგას ტურისტიკის“ წარმომადგენელი გხვდება, სასტუმრომდეც მშვიდობით მიჰყავხარ და ყველაფერში ბოლომდე გარკვევს. ამის შემდეგ კი, უკვე მზად ხარ მოდუნდე და დატკბე იმ გარემოთი, რომელსაც კურორტი გთავაზობს.
მარმარისი თავისი სიმწვანითა და დაუვიწყარი ბუნებით ნამდვილად გამოირჩევა. თუ მდინარე დალიანზე იახტით გაისეირნებთ, ულამაზესი სანაპიროების გარდა, აღგაფრთოვანებთ კლდეში ნაკვეთი ქალაქი, რომელიც ძველი ბერძნების მიერ, ანტიკური ხანის პერიოდშია შექმნილი. კურორტის უფრო თანამედროვე ნაწილის გასაცნობად კი, უნდა გაისეირნოთ მარმარისის ცნობილი პორტის − „მარინას“ ტერიტორიაზე, სადაც უამრავი მდიდრული იახტა და ნაირ-ნაირი რესტორნები თუ ბარებია. გართობის მოყვარულები კი, ღამით კურორტის ცნობილ კლუბებსაც უნდა ესტუმროთ და თავად შეიგრძნოთ ღამის მარმარისის გიჟური დრაივი და აურა.
დანიშნულების ადგილი N2 − ბოდრუმი, ადგილი, რომელიც პირველივე დანახვით შემიყვარდა. მაღალი წერტილიდან ქალაქის ხედზე სულ ერთი გადახედვა იყო საჭირო იმისათვის, რომ პირდაპირ მეთქვა − აქ მინდა დავრჩე! სიამოვნებით ვიცხოვრებდი-მეთქი. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, თუ რამდენი სიურპრიზი და სანახაობა მელოდა. ბოდრუმის თანამედროვე და მდიდრული ცენტრიდან სულ რამდენიმე წუთში მსოფლიოს 7 საოცრებიდან ორის − ჰალიკარნასის მავზოლეუმისა და არტემიდას ტაძრის ნახვას შეძლებთ.
არ უნდა დაგავიწყდეთ ბოდრუმის ცნობილი ამფითეატრის მონახულებაც, რომელიც მე-4 საუკუნეში მოქმედებდა და 13 000 მაყურებელს იტევდა. წმ. პეტრეს ციხესიმაგრე, ქარის წისქვილები, ეგეოსის ზღვის მაგიური კუნძულები, უჩვეულოდ თბილი დინებები, სადაც თურმე კლეოპატრა ბანაობდა და ზრუნავდა თავის სილამაზეზე − ეს ის ჩამონათვალია, რომელმაც შეუძლებელია ენით აღუწერელი ემოციები არ გამოიწვიოს შენში. დარწმუნებული ვარ, ერთი დანახვით თუ არა, ბოდრუმის ჯადოსნურ ქუჩებში სეირნობისა და ღირსშესანიშნაობების მონახულების შემდეგ, თქვენც უზომოდ შეიყვარებთ ამ ამდგილს.
რაც შეეხება ანტალიას, ის ხომ მსოფლიოში აღიარებული ერთ-ერთი საუკეთესო კურორტია, ცნობილი თავისი უმაღლესი კლასის გრანდიოზული სასტუმრო კომპლექსებით. ჰოდა, ანტიკურ ხანაში მოგზაურობისა და ამდენი კულტურული შოკის შემდეგ, იდეალური იყო ისეთ 5-ვარსკვლავიან All Inclusive სასტუმროში განთავსება, სადაც აბსოლუტურად ყველაფერია იმისათვის, რომ მაქსიმალური სიამოვნება მიიღო დასვენებისგან.
Swandor Topkapi Palace − ის უზარმაზარი ტერიტორია ყველანაირი ტიპის დასვენების მოყვარულ სტუმრებზეა გათვლილი. წყნარი სანაპირო ზოლი და გიჟური მხიარულება საცურაო აუზთან, სავარჯიშო და გასართობი პროგრამები, აკვაპარკი, ქაფის წვეულება, კონცერტები და შეუდარებელი რესტორნები! ანტალიის სასტუმროების მრავალფეროვანი კვება, პოზიტიური პერსონალი და სუპერმომსახურება მითი ნამდვილად არ ყოფილა!
აი, ასეთი დასვენებული და უამრავი ემოციით დატვირთული დავბრუნდი სამშობლოში. თუ თქვენც გეგმავთ დასვენებას და ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ სად და როგორ უნდა წახვიდეთ, თამამად შეგიძლიათ მიენდოთ „პეგას ტურისტიკის“ პროფესიონალ გუნდს, რომელიც იდეალურად შეგიდგენთ თქვენთვის სასურველ ტურს და პირდაპირი რეისით გაგიშვებთ ზემოთ ხსენებულ ზღაპრულ კურორტებზე. ტურების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა კი შესაძლებელია კომპანიის საიტზე: www.pegast.ge
ტექსტი: თამთა დალაქიშვილი