ეძებთ საუკეთესო მიმართულებას საყვარელ ადამიანთან ერთად დასასვენებლად? ზოგიერთი მოგზაურობა თქვენს ურთიერთობას განსაკუთრებულს გახდის. წარმოგიდგენთ ექსპერტების მიერ შედგენილ მსოფლიოს ყველაზე რომანტიკულ და ლამაზ ადგილებს, რომლებსაც მეორე ნახევართან ერთად უნდა ესტუმროთ.
#1 დუბაი
შეხვდით მზის ამოსვლას საჰაერო ბურთში, მზის ჩასვლას კი რესტორანში წყალზე. გაისეირნეთ ოპერის შენობასთან, ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია მსოფლიო თეატრის რუკაზე. მიმართეთ სარელაქსაციო მასაჟს, ისადილეთ ქალაქის მაღალ წერტილებში და გადმოხედეთ მას, იყიდეთ კრუიზის ბილეთი და აშ. წყვილებისთვის აქ დიდი არჩევანია.
#2 ტოკიო
გაღვიძების შემდეგ, სასტუმროსთან ახლოს მდებარე ყავის კაფეს მიაკითხეთ. შეყვარებულთან ერთად ასე დღეს საუკეთესოდ დაიწყებთ და ბრწყინვალე ყავას დააგემოვნებთ. გაისეირნეთ ჰაჩიკოს ძეგლთან. იაპონელები ამბობენ, რომ თუ შეყვარებულები ერთდროულად მოკიდებენ ძაღლის თათს ხელს, მათი კავშირი სამუდამო იქნება. დაათვალიერეთ ტრადიციული იაპონური ტაძარი. მაგალითად, სიბუიას კომპლექსი თავისი რომანტიკული ატმოსფეროთი ზღაპრულ ემოციებს გაგიღვიძებთ. აქაა ყვავილოვანი ბაღები და ბევრი სხვა საინტერესო რამ.
#3 ვერონა
"ქალაქი სადაც სიყვარული დაიბადა" - თუ ლიტერატურა და თეატრი ორივეს გიყვართ, რომეო და ჯულიეტას მშობლიურ მხარეში გაემგზავრეთ. ეს ქალაქი სავსეა მეგობრული ხალხით, მყუდრო ადგილებით, არქიტექტურის მშვენიერი ძეგლებით, რომლებიც ნამდვილად არ დაგტოვებთ გულგრილს. დააგემოვნეთ იტალიური სამზარეულო და ესტუმრეთ ჯუსტის ბაღს, სადაც ცნობილი ლაბირინთია მოთავსებული. ლეგენდის მიხედვით, თუ შეყვარებულები მასში შესვლისას ერთმანეთს იპოვნიან, მათი კავშირი მყარი იქნება.
#4 კუნძული ტირა
"სიყვარულის კუნძული" - ასე უწოდებენ ამ მშვენიერ ადგილს ეგეოსის ზღვაში. ის სანაპირო ზოლს და აქტიურ დასვენებას გპირდებათ. ღამით ხმაურიანი ცხოვრება გელით - ბარები და კლუბები აქ ცოცხლობს. დაკავდით დაივინგით, მოინახულეთ კოლორიტული მაღაზიები და დატკბით პეიზაჟებით.
#5 კუნძული ლანგკავი
ის მალაიზიის ყველაზე დიდი კუნძულია. პირველ რიგში ის ბუნების მოყვარულებს გაახარებთ. ესტუმრეთ ოკეანარიუმს, რომელიც აზიაში უდიდესია და წყალქვეშა სამყაროს უამრავ მაცხოვრებელს წარმოგვიდგენს, შთამბეჭდავ სანაპიროებს, ტბებს მინერალური, სამკურნალო ნივთიერებებით, ცაში დაკიდულ ხიდს... შეყვარებულთან ერთად თავი აქ ნამდვილად სამოთხეში გეგონებათ.