საფრანგეთი და იტალია ფანტასტიკურია, თუმცა ევროპაში არსებობენ ქვეყნები, რომლებიც მათ სილამაზით არ ჩამოუვარდებიან და ნაკლებად პოპულარულები არიან. რა თქმა უნდა, ამ ადგილებშიც ბევრი ტურისტია, თუმცა არა იმდენი, რამდენიც სხვაგან. შეგიძლიათ იპოვნოთ ადგილები, რომლებიც სოციალურ ქსელებში მილიონჯერ არ გინახავთ, ამასთან, უფრო თავისუფლადაც იგრძნობთ თავს.
#1 ავსტრია
ზამთარში სრიალი, ზაფხულში ფესტივალები - ეს ყველაფერი კი საოცარ ბუნებაში. დააგემოვნეთ ყველაზე გემრიელი შოკოლადის ნამცხვარი სახელად sachertorte.
#2 კვიპროსი
ევროპის ყველაზე სრულყოფილი სანაპიროები აქ დაგხვდებათ.
#3 ფინეთი
ფანტასტიკური ადგილი ჩრდილოეთში, სადაც სანტა-კლაუსის მშობლიურ სოფელს აღმოაჩენთ.
#4 ლუქსემბურგი
აღმოაჩინეთ პატარა ევროპელი ერი, რომელიც გასართობ ღამის ცხოვრებასაც გთავაზობთ, სასახლეებსაც და მშვენიერ ბუნებასაც. პარიზში, ბელგიასა და ამსტერდამში მოგზაურობისას ყველას ავიწყდება მისი მონახულება.
#5 მალტა
დედოფალმა ელისაბედ მეორემ აქ ბედნიერი წლები გაატარა. კუნძული ცნობილია სტუმართმოყვარეობით.
#6 მონტენეგრო
მისი ძველი ქალაქები სხვა დროში გამოგზაურებთ. ხალხი მეგობრულია, ზღვა სუფთა, საჭმელი გემრიელი.
#7 ჩრდილოეთ ირლანდია
ბელფასტი თანამედროვე და გასარობია, ბუნების ფენომენი კი მომხიბვლელი.
#8 ნორვეგია
ჯანსაღი ცხოვრების წესი, სილამაზე ყველა სეზონზე, გემრიელი სამზარეულო, ჩრდილოეთის ციალი - ეს ნორვეგიაა.
#9 პოლონეთი
ეს ქვეყანა პრაქტიკულად ყველაფერს გთავაზობთ, რასაც მოგზაურობაში ისურვებდით, ამასთანავე ბანკის გაძარცვის გარეშე.
#10 რუმინეთი
ჩანჩქერები და სასახლეები გხიბლავთ, ეს ქვეყანა იმედს არ გაგიცრუებთ.