მილიონობით გულშემატკივარის საყვარელი სერიალი "სამეფო კარის თამაშები" საბოლოოდ დასრულდა! ადგილები, რომლებსაც სერიების განმავლობაში ვხედავთ, თითქოს რეალობიდან მოწყვეტილია. ზოგიერთი მართლაც სტუდიურადაა შექმნილი, თუმცა დიდი ნაწილი მსოფლიოს სხვადასხვა უჩვეულო მხარეში გვამოგზაურებს. გაითვალისწინეთ ისინი ტურის დაგეგმვისას და საყვარელი სერიალის გარემო რეალურადაც შეიგრძენით.
#1 Gaztelugatxe, ესპანეთი
ბილბაოდან 1 საათის გზაზე - კიბეები უძველეს მონასტერთან ადის.
#2 დუბროვნიკი, ხორვატია
ვესტეროსის დედაქალაქი, King’s Landing-ად ცნობილი ადგილი, რომელიც დეინერის ტარგარიენმა დაწვა.
#3 Aït Benhaddou, მოროკო
ეს ადგილი "იუნესკოს" ძეგლთა დაცვის სიაშია შეტანილი და უკვე უამრავ ფილმს უმასპინძლა, მათ შორის "გლადიატორს". სერიალში ეს არის ქალაქი, საიდანაც დეინერისი ტყვეებს ათავისუფლებს.
#4 სოფელი ანტრიმი, ჩრდილოეთ ირლანდია
სერიალის გულშემატკივრებისთვის ცნობილია როგორც Kingsroad, ეპიზოდი, როცა არია ოჯახის მოსაძებნად მიდის.
#5 Castillo de Almodóvar del Río, კორდობა, ესპანეთი
ტაირელის გვარის სასახლე.
#6 ალკაზარი, სევილია, ესპანეთი
ეს სამეფო სასახლე თვალს საოცრად მოგჭრით, როგორც არქიტექტურით, ისე ბაღებით.
#7 პენისკოლა, კასტელონი, ესპანეთი
საპორტო ქალაქი ისტორიული შუქურით.
#8 ვერდალას სასახლე, მალტა
ტარგარიენების სახლში დეინერისი და ხალ დროგო ერთმანეთს პირველად ხვდებიან. სინამდვილეში ეს პრეზიდენტის რეზიდენციაა.
#9 Vík, ისლანდია
აქ ჩავიდა შემოქმედებითი ჯგუფი რათა გაყინული ველი გადაეღოთ.
#10 ესაუირა, მოროკო
ეს არის ქალაქი, სადაც დეინერისი არმიას კრავს.