მოგზაურობამდე მთავარი პრიორიტეტი ფულისა და დროის სწორად განაწილებაა. მაგრამ თუკი მოგზაურობა გიყვარს, ეს ორი ფაქტორი ხელს ნამდვილად ვერ შეგიშლის. OK! Magazine Georgia გთავაზობთ ევროპის 5 ქალაქს, რომელიც გამოირჩევა თავისი ისტორიით, სილამაზითა და კულტურით და ამავდროულად დაზოგავთ თქვენს ფინანსებს.
პოზიტანო, იტალია
იტალია არის ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულება მოგზაურობის მოყვარულთათვის. განსაკუთრებით ლამაზი სანახავია ქალაქი პოზიტანო. ქალაქის ძირითადი ნაწილი მდებარეობს ბორცვზე, რომელიც დაბლა, სანაპიროზე ეშვება. პოზიტანო ულამაზესი ფერადი შენობებით არის ცნობილი. ასე, რომ შეგიძლიათ დატკბეთ შესანიშნავი ხედებით და თქვენი ფოტო ალბომი გაამდიდროთ ულამაზესი ფოტოებით.
საცხოვრებელი: €10–დან (ჰოსტელი);
საკვები: €4–დან
ტრანსპორტი: €2–დან.
ბუდაპეშტი, უნგრეთი
ბუდაპეშტი არის დიდი ღირსშესანიშნაობა. შენობა-ნაგებობებისა და სხვა სანახაობების უმრავლესობა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
მარჯვენა სანაპიროს ბუდასა და ობუდას შერწყმით პეშტთან მარცხენა სანაპიროზე ბუდაპეშტი ერთადერთი ქალაქი გახდა, რომელიც მდ. დუნაის ორივე სანაპიროზე მდებარეობს. ბუდაპეშტში სტუმრობის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ დიდებული ყვითელი ბაროკოს აბაზანებით, რომელიც დაახლოებით € 15 ღირს.
საცხოვრებელი: €15–დან (ჰოსტელი);
საკვები: €3-4–დან
ტრანსპორტი: €2–დან.
გარდა ამისა €8.50 შეგიძლიათ მთლიანი ქალაქი დაათვალიეროთ ტურისტებისთვის განკუთვნილი ტრანსპორტით.
ტრანსილვანია, რუმინეთი
ტრანსილვანია ცნობილია თავისი გოთიკური სტილის ნაგებობებით, ასევე მას სახელი აქვს განთქმული როგორც "ვამპირების სამშობლო“, რაც მჭიდროდ უკავშირდება ვლად "დრაკულა" ცეპეშის სახელს, რომელიც აქ მოღვაწეობდა.
ასე, რომ თუ გიყვარს მისტიკა აუცილებლად უნდა ნახო ვამპირებისა თუ გრძნეულების ულამაზესი და მისტიკური სამშობლო, ტყის მიღმა.
ბუდაპეშტში მოგზაურობისას დღეში საშუალოდ €25 სრულიად საკმარისია.
საცხოვრებელი: €10–დან (ჰოსტელი);
საკვები: €2–დან.
ტრანსპორტი: €1.50–დან.
€10 კი შეგიძლიათ შეიძინოთ ერთდღიანი სამოგზაურო ბარათი და მთელი დღის მანძილზე უფასოდ დაათვალიეროთ ქალაქის ღირსშესანიშნავობები.
ანდალუსია, ესპანეთი
შეუძლებელია, ერთხელ ნახო და არ შეგიყვარდეს ესპანეთის ულამაზესი მხარე - ანდალუსია. ანდალუსია შედგება 8 პროვინციისაგან და თითუეული მათგანი მუდმივად გაგაოცებთ და რაღაც განსაკუთრებულს შემოგთავაზებთ.
ძალიან რთულია, სიტყვით ან ფოტოთი ანდალუსიის სილამაზის გადმოცემა. ესპანური, არაბული და ბოშური კულტურის ერთობლიობა, განსაკუთრებით შთამბეჭდავს ხდის ამ მხარეს. არქიტექტურული შედევრების ნახვის შემდეგ, შეგიძლიათ ჭიქა ღვინოსთან ერთად დატკბეთ ნამდვილი, ცეცხლოვანი ფლამენკოს ყურებით.
საცხოვრებელი: €16–დან (ჰოსტელი);
საკვები: €5–დან.
ტრანსპორტი: €2–დან.
ანდალუსიაში სტუმრობის გარდა თქვენ შეგიძლიათ იმოგზაუროთ მადრიდი-ბარსელონას მიმართულები €32-დან და დაათვალიეროთ ესპანეთის ულამაზესი ადგილები.
პელოპონესი, გერმანია
პელოპონესის ნახევარკუნძული არის მთელი საბერძნეთის მინიატურა საუკეთესო სანაპიროებით, თვალწარმტაცი ტრადიციული სოფლებით, ლეგენდარული ანტიკური ქალაქებითა და არქეოლოგიური ძეგლებით.
თუ ხართ ბუნებისა და მშვიდი ადგილების მოყვარული აუცილებლად უნდა ეწვიოთ პელოპონესის ნახევარკუნძულს და დატკბეთ ულამაზესი ხედებით.
საცხოვრებელი: €20–დან (ჰოსტელი).
საკვები: €3–დან
ტრანსპორტი: €2–დან.
ასევე €16 შეგიძლიათ შეიძინოთ სამოგზაურო ბარათი და ერთი დღე ათენის დათვალიერებას დაუთმოთ.