26 წლის ამერიკელი პოპშემსრულებელი - სელენა გომესი პაპარაცებმა კანის კინო ფესტივალზე მიმავალი დააფიქსირეს.
სელენა იმ ცნობილი ადამინების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც საფრანგეთში ფესტივალზე ჩასასვლელად გაემგზავრნენ. სელენა გომესმა ფესტივალზე ამერიკული, კომედიური, საშინელებათა ფილმი The Dead Don't Die უნდა წარადგინოს, რომელშიც ის ერთ-ერთ მთავარი როლის შემსრულებელია. ფილმის სცენარი მშვიდ პატარა ქალაქში ვითარდება, სადაც ზომბები მიწიდან ამოსვლას იწყებენ, მოსახლეობა კი სრულ პანიკაშია.
მომღერალს თეთრი სადა ტანისამოსი და გრძელი ნაქსოვი მოსაცმელი ეცვა.