ამერიკელი მსახიობი და მოდელი - მეგან ფოქსი, ბოლო დროს, იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში, თუმცა ამჯერად პაპარაცებმა ის ბევერლი-ჰილზში შვილებთან ერთად დააფიქსირეს.
როგორც ჩანს მეგანმა გადაწყვიტა, რომ დედის დღე შვილებთან ერთად სეირნობასა და გართობაში გაეტარებინა.
32 წლის ვარსკლავს დახეული ჯინსის შარვალი, ვარდისფერი ზედა და დიდი მზის ქუდი ეხურა. მას უმცროსი ქალიშვილი ხელში ეჭირა, ხოლო დანარჩენები სათამაშოებით ხელში გვერდით მოჰყვებოდნენ.