ფოტოგრაფმა ჰელენ ჰავარდმა ფრანგული პოლონეზიიდან კუბაში იმოგზაურა და მისი დედაქალაქის, ჰავანის კადრები აღბეჭდა. მას იქაურობის უნიკალური ატმოსფერო მაშინვე შეუყვარდა და შთაგონება მიიღო. ფოტოებზე გამოსახულია შენობები თაღოვანი ფანჯრებით, დეკორატიული მოაჯირებით და ფერადი, მოხატული ექსტერიერებით. ჰავანა ცნობილია ფერთა საოცარი სპექტრით. იქ სეირნობისას ყველა ქუა აუცილებლად მიიქცევს თქვენს ყურადღებას და ვეს ანდერსონის ფილმებს მოგაგონებთ, თავისი პასტელური ელფერით.