Game of Thrones - სამეფო კარის თამაშების ვესტეროსი გამოგონილი სამეფოა, თუმცა ადგილები, სადაც სერიალის მნიშვნელოვანი მომენტები გათამაშდა რეალურად არსებობს.
სერიალის გადაღებები ხშირ შემთხვევაში მიუვალ ტერიტორიაზე მიმდინარეობს, სადაც მხოლოდ თვითფრინავით გადაადგილება არის შესაძლებელი.
OK!travel-თან ერთად ნახეთ ის ხუთი დიდებული ადგილი, სადაც ყველაზე რეიტინგული სერიალის ეპიზოდები და საყვარელი პერსონაჟების ცნების გადაღებები მიმდინარეობს.
ხორვატია, დუბროვნიკი
დუბროვნიკი ძველი ქალაქია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებში შედის. ამ შუა საუკუნის კედლებს სერიალის მეორე სეზონის მეცხრე ეპიზოდში ვხდებით. ამ ტერიტორიაზეა, დენერის ტარგარიენის ზოგიერთი სცენაც გადაღებული.
სწორედ დუბროვნიკია ის ადგილი, სადაც მისი უდიდებულესობა, მეფის სავანე მდებარეობს.
ისლანდია
ტერიტორია სადაც პატარა ნორდიული რასის წარმომადგენლები ცხოვრობენ. ადგილი, რომელიც გარშემორტყმულია უზარმაზარი მყინვარებით. ამ ადგილებში ჩრდილოეთის სცენებს იღებენ.
ესპანეთი,გაზეტელგატექსი
კლდოვანი კუნძული, რომელიც ბორნეოს სანაპიროსთან მდებარეობს. სწორედ ეს ადგილია, სადაც დრაკონის ქვის ეპიზოდებია გადაღებული.
ჩრდილოეთ ირლანდია
ამ ადგილას სტარკების სამფლობელო და შავი ციხესიმაგრის მნიშვნელოვანი მომენტები გათამაშდა.
ესპანეთი, სევილია
ამ ულამაზეს ადგილას, მარტელის და ქვიშის გველების ეპიზოდებია გადაღებული.
შეგახსენებთ, რომ სამეფო კარის თამაშების უკანასკნელი სეზონის გამოსვლამდე ზუსტად 3 დღეა არის დარჩენილი, GOT-ის გულშემატკივრები ახალ სერიებს 14 აპრილიდან იხილავენ.