Airbnb-მა მოკლე ვადიანი გაქირავებისთვის კონკურსი წამოიწყო, რომლის გამარჯვებულიც ერთ ღამეს პარიზის ლუვრში გაატარებს. იმისთვის, რომ კონკურსში მონაწილეობა მიიღოთ, უნდა უპასუხოთ კითხვას: "რატომ უნდა გახდეთ მაინცდამაინც თქვენ მონა ლიზას სტუმარი?"
პასუხებს 12 აპრილადე იღებენ, "ღამე მუზეუმში" კი 30 აპრილამდე ჩაივლის. გამარჯვებულს მეგობართან ერთად დაპატიჟებენ ლუვრში და მუზეუმის დახურვის შემდეგ ინდივიდუალურ ექსკურსიას ჩაუტარებენ. მონა ლიზას პორტრეტთან სტუმრებს კოქტეილები დაელოდებათ, ვენერა მილოსელის ქანდაკებასთან კი ვახშამი.
სტუმრები ლუვრის შუშის პირამიდის ქვეშ მოწყობილ საძინებელში დაიძინებენ, რომელსაც ასევე პატარა პირამიდის ფორმა აქვს.