კომპანია GASA – „ჯორჯიან ავიასერვის ეიჯენსი“ 2010 წელს შეიქმნა და დაარსებიდან მალევე Pegasus Airlines-ის გენერალური სავაჭრო აგენტი გახდა საქართველოში. ავიაკომპანიამ 2010 წლის 10 ოქტომბრიდან დაიწყო საქართველოდან ფრენა და უკვე რვა წელია, რაც წარმატებით ემსახურება ქართულ ბაზარს. ამ ხნის განმავლობაში, „პეგასუსის“ ავიახაზები ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და წამყვანი პოზიცია დაიკავა ევროპაში მგზავრთა გადამყვანის მიმართულებით. GASA-ს მიზნად იქცა, ქართველი მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი სამოგზაურო პირობები.
რა პრინციპებით ხელმძღვანელობს კომპანია და რითი გახდა იგი მალევე საინტერესო პარტნიორი „პეგასუსისთვის“?
GASA „პეგასუსისთვის“ საინტერესო პარტნიორი გახდა მენეჯერული გუნდის გამოცდილების გამო საქართველოსა და თურქეთს შორის, ტურისტული საქმიანობის სფეროში. სწორედ GASA აღმოჩნდა ის კომპანია, რომელიც ორიენტირებული იყო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის მომსახურების გაწევაზე და, რაც მთავარია, ხელს უწყობდა ტექნოლოგიური რესურსიც, რათა უზრუნველეყო ავიაბილეთების გავრცელებისთვის შესაბამისი ქსელი. ამ გამოცდილებისა და სტაბილური განვითარების პირობებში, „გასა“ საინტერესო პარტნიორი გახდა არაბული, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „ეარ არაბიასთვისაც“. დღეისათვის, ამ ორი დიდი ავიაკომპანიის სავაჭრო წარმომადგენლობასთან ერთად, „გასა“ თურქული მძლავრი სარეზერვაციო სისტემის – „იატის“ რეალიზატორია ქართულ ტურისტულ ბაზარზე.
რას მიიჩნევთ კომპანიის მთავარ ძალად?
კომპანიის წარმატებას პროფესიონალთა გუნდი განაპირობებს, რომელიც უძღვება სერვისს და განსაზღვრავს სანდოობას. აქვს ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მომხმარებელთან და მათთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევის რესურსი. GASA გაძლევთ საშუალებას, ერთ სივრცეში დაგეგმოთ მოგზაურობა და შეიძინოთ ავიაბილეთები ნებისმიერი მიმართულებით, ტურპაკეტები, სამოგზაურო დაზღვევა, ბარგისა და ბილეთის დაზღვევა, დაჯავშნოთ სასტუმრო, ტრანსფერები, მატარებლისა და ავტობუსის ბილეთები შიდა გადაადგილებისთვის.
როგორია გუნდი, რომელიც კომპანიაში მუშაობს?
GASA აერთიანებს გამოცდილ, პასუხისმგებლობით აღსავსე, მომხმარებლებზე ორიენტირებულ პროფესიონალთა გუნდს. ჩვენი გუნდის ყველა წევრი მზად არის მომხმარებელს მომსახურება როგორც სერვისცენტრებში, ასევე დისტანციურად – სატელეფონო ან ონლაინრეჟიმში გაუწიოს.
როგორ შეაფასებდით განვლილ 8 წელს? გვიამბეთ მიღწეული წარმატებების შესახებ...
მიგვაჩნია, რომ GASA-მ ამ ხნის განმავლობაში შეასრულა მისია – დაეხმარა ქართველ მომხმარებელს, ხელმისაწვდომ ფასად და ხარისხიანი მომსახურებით ემოგზაურათ მსოფლიოს გარშემო. კომპანია დღესაც ამ კურსს მიჰყვება. GASA-სთვის თითოეული მგზავრი მნიშვნელოვანია და მათ ნებისმიერ შეფასებას ყოველთვის ითვალისწინებს.
2010 წლიდან დღემდე, კომპანიას მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო, კერძოდ: THE DAY OF GEORGIAN BRAND’ AWARD, GOLDEN BRAND AWARD. „ჯორჯიან ავიასერვის ეიჯენსი“ Golden Brand 2010-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია. ასევე, 2011 წელს საქართველოს ხარისხის ფონდის (GQF) საექსპერტო კომისიამ „ჯორჯიან ავიასერვის ეიჯენსი“ 2011 წლის საუკეთესო კომპანიებს შორის დაასახელა.
როგორია GASA-ს სამომავლო გეგმები?
საქართველო ძალიან დიდ ინტერესს იწვევს მსოფლიოს წამყვან ავიაკომპანიებში და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ქვეყანაში უფრო მეტი ცნობილი ავიაკომპანიის შემოყვანას შევძლებთ, რაც საქართველოში ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს.