ყოვლისშემძლე და ინოვაციურმა 21-ე საუკუნემ დიდი ხანია ადამიანის ულევ ფანტაზიას და უახლეს ტექნოლოგიებს შესაძლებლობის საზღვრები წაუშალა. აი, მაგალითად, წარმოგიდგენიათ სასრიალო ტრასა, რომელიც, არც მეტი არც ნაკლები, საკურორტო კომპლექსის სახურავზე მოეწყობა? ფიქრობთ, რომ წარმოუდგენელია? სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ და გეტყვით, რომ ეს ერთი შეხედვით უტოპიური და გენიალური იდეა არათუ რეალურია, არამედ უკვე ხორცშესხმის პროცესშიცაა!
თამამად და სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ DUX DEVELOPMENT-ის უნიკალური პროექტი „ლენდმარკ ბაკურიანი“ საქართველოს მსოფლიო რუკაზე ღირსეულად მონიშნავს. უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით აგებული სასრიალო ტრასა, რომელზეც წელიწადის ოთხივე დროს იქნება შესაძლებელი თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალი, პირდაპირ კომპლექსის სახურავზე მოეწყობა! აღსანიშნავი ფაქტია, რომ კოპენჰაგენის შემდეგ, სწორედ ბაკურიანია მეორე ლოკაცია, სადაც ინოვაციური პროექტის მშენებლობა სრული ტემპით მიმდინარეობს.
„დუქს დეველოპმენტი“ ამ უნიკალური პროექტის განხორციელების პროცესში მსოფლიოში კარგად ცნობილ, ალუმინის საფასადე სისტემების მწარმოებელ ბრენდ HUECK-თან თანამშრომლობს. პროექტის მეორე პარტნიორი, რომელიც ხელოვნური საფარების შექმნას უზრუნველყოფს, იტალიური კომპანია Neveplast-ია.
უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ HUECK-ის მასალები გადაიქცა იმ საკვანძო ინსტრუმენტად, რამაც აღიარებული დანიელი არქიტექტორის, ბიარკეი ინგელსის (Bjarke Ingels) სტუდიის ჩანაფიქრს ხორცი შეასხა ნორვეგიაში. სტუდიის მიერ დაგეგმარებული შენობის სახურავზე სწორედ იმავე ტექნოლოგიებით მოეწყო სასრიალო ტრასა, როგორსაც 2020 წელს უკვე დასრულებულ ბაკურიანის კომპლექსში ვიხილავთ.
„ლენდმარკ ბაკურიანის“ პროექტზე ნიჭიერ ქართველ არქიტექტორთა დუეტი SEBO & DITO მუშაობს, რომელთა ორიგინალური ხედვა განსაკუთრებით შენობის ულამაზესი, მწვანე არქიტექტურის მოწყობასა და მაქსიმალურად კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნაში გამოიხატება. ბაკურიანის წიწვოვანი საფარის კონცეფციაზეა შექმნილი კომპლექსის ექსტერიერი, რომელიც ნაძვის რელიეფს გაიმეორებს. პროექტის გარშემო, 10 ჰექტარ ფართობზე იშლება ტყე, რომელშიც მოსასვენებელი სივრცეები და სათავგადასავლო პარკი იქნება მოწყობილი. ეს დამატებით კომფორტს შეუქმნის მშობლებს ზაფხულის ცხელ დღეებში კურორტზე დასვენებისას.
კომპლექსის შიდა სივრცე სასტუმროს აპარტამენტების კონცეფციის მქონე ბინებს გააერთიანებს, სადაც ძირითადად ორი ტიპის ნომრები იქნება: 35 მ2-დან ფართის „სუიტის“ ტიპის ნომები და 60 მ2-დან ე.წ. „ჯუნიორ სუიტი“. აბსოლუტურად ყველა ბინას აქვს აივანი საუკეთესო პანორამული ხედით. მთავარია, მომავალმა მესაკუთრემ გადაწყვიტოს, რომელი ხედი უფრო მიმზიდველი იქნება მისთვის. მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსის მართვას სასტუმროს მართვის კომპანია ჩაიბარებს. ამგვარად, მომხმარებლებს შეეძლებათ არა მხოლოდ უნიკალური კომპლექსის ბინადრობით ისიამოვნონ, არამედ მცირე ბიზნესსაქმიანობაშიც ჩაერთონ და დამატებითი შემოსავალი მიიღონ განხორციელებული ინვესტიციიდან.
„ლენდმარკ ბაკურიანის“ საცხოვრებლები სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით ჩაბარდებათ მეპატრონეებს, რაც ამ პროექტის კიდევ ერთი უდიდესი პრიორიტეტი და კომფორტია. ნომრების შერჩევა შესაძლებელია ვებგვერდზე: www.dux.ge
რაც შეეხება კომპლექსის ადგილმდებარეობას, იგი სათხილამურო ტრასა „დიდველიდან“ მხოლოდ 600 მეტრის დაშორებით მდებარეობს და გამოცდილ მოთხილამურეებსა თუ სნოუბორდისტებს ამ მხრივაც დიდ კომფორტს უქმნის. კომპლექსში რესტორნის, ბარის, სქაი-ბარის, სკი-დეპოსა და სასტუმროს სხვა ინფრასტრუქტურის გარდა, სპორტულ-გასართობი სავარჯიშო დარბაზი იმუშავებს, სადაც სარბენი ბილიკის მსგავსი სპეციფიკის მქონე, 9-მეტრიან სასრიალო ტრასაზე განუსაზღვრელი დროით სრიალი იქნება შესაძლებელი, ეს ყველაფერი კი, პარტნიორი ავსტრიული კომპანიის ნოუ-ჰაუს დამსახურებით. დარბაზში მოყვარულები, სპორტსმენები თუ დამწყები მოხალისეები წლის ნებისმიერ პერიოდში შეძლებენ სრიალის შესწავლას ან სტილის დახვეწას.
განსაკუთრებით დასაფასებელი და სასიხარულოა, რომ „დუქს დეველოპმენტის“ უნიკალური პროექტის დამსახურებით, სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანს ინოვაციური, გამორჩეული კომპლექსი შეემატება, რომლის მეშვეობითაც ის კიდევ უფრო მიმზიდველი ტურისტული ლოკაცია გახდება როგორც ქართველებისთვის, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის.
სპეციალური შეთავაზება ჟურნალის მკითხველებისთვის: კოდის (DUXLANDMARK20) წარდგენის შემთხვევაში, მოქმედებს სპეციალური ფასი აპარტამენტებზე.
მის: ფალიაშვილის ქ. 23
ტელ: +995 322 500 032
www.dux.ge