ლონდონის მოდის კვირეულის შემდეგ, ვიქტორია ბექჰემმა დასვენება გადაწყვიტა და ის ოჯახთან ერთად საფრანგეთის ზამთრის კურორტზე Saint Gervais გაემგზავრა.
„ოჯახთან ერთად დასვენება ყველაზე დასამახსოვრებელია“- დევიდ ბექჰემი თავის ემოციებს გვიზიარებს. რომეოსთან და კრუზთან ერთად ბრუკლინიც არაჩვეულებრივ დროს ატარებდა თავის მეგობარ გოგონასთან, ჰარპერთან ერთად.
საზოგადოება ბოლო დროს დევიდისა და ვიქტორიას შორის არსებულ ოჯახურ კრიზისზე საუბრობს. ვიქტორიამ ერთ-ერთ ინტერვიუში უპასუხა ხალხის ეჭვებს და განაცხადა, რომ ის და დევიდი უკვე 20 წელია ერთად არიან, შესაბამისად ერთმანეთის გარეშე ვეღარც წარმოუდგენიათ ცხოვრება. მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა ოჯახში არსებობს უთანხმოებები, რომელთა მოგვარებაც ერთობლივად შესაძლებელია.