თუკი ამ გაზაფხულზე საფრანგეთის სამხრეთში მოხვდებით აუცილებლად ესტუმრეთ ვინსენტ ვან გოგის სახელობის მუზეუმს არლში, სადაც ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის გამოფენა გაიმართება. ექსპოზიციის ნახვა 2 მარტიდან იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო თვეების მანძილზე ფიროსმანის ნამუშევრები ვენაში, ალბერტინას მუზეუმში იყო გამოფენილი. ექსპოზიცია 3 თვე გაგრძელდა და მას ნახევარ მილიონამდე დამთვალიერებელი ესტუმრა.
როგორც ალბერტინას მუზეუმის დირექტორმა განაცხადა, მისთვის ნიკო ფიროსმანის გამოფენა ყველაზე მნიშვნელოვან გამოფენათა სიაში შევიდა. მხატვრის გამოფენის საპატივცემულოდ ორი ვიდეორგოლი გაკეთდა.