იტალიის ულამაზეს ქალაქ ვენეციაში ყოველწლიური კარნავალი იმართება. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ტურისტული სეზონი არაა, ქალაქს, რომელიც კარნავალისთვის კიდევ უფრო ლამაზდება, ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს. დღესასწაული სათავეს მე-11 საუკუნეში იღებს და იტალიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა. ამ დღისთვის ვენეციის მაცხოვრებლებიც და ტურისტებიც ერთნაირად ემზადებიან.
კარნავალის გახსნის ცერემონია როგორც ყოველთვის შთამბეჭდავი იყო, ისევე როგორც მოქალაქეების მიერ შერჩეული კოსტიუმები.
წლევანდელი კარნავალის თემა სავსე მთვარეა, რადგან ზუსტად 50 წლის წინ ადამიანმა მთვარეზე ფეხი პირველად დადგა.
ვენეტოს რეგიონში კარნავალისთვის 100 გემი შემოვიდა, ცერემონიას კი 35,000-მდე მაყურებელი დაესწრო.
კარნავალი 3 მარტამდე გაგრძელდება და ბოლო სამი დღის მანძილზე მაყურებლებს განსაკუთრებული სიურპრიზები ელით.