ქალაქის საოცარი ლოკაციები, რომელთა შესახებაც ცოტამ თუ იცის
მთავარი წესია „დოლჩე ვიტა!“ - არ დაგეგმოთ ძალიან ბევრი და დატკბით მომენტით. თუ რომში პირველად არ ხართ, ტრადიციული ტურისტული მარშრუტის გამეორება ნაკლებად მოგინდებათ. სჯობს მარადიული ქალაქის იდუმალი სიმდიდრით დატკბეთ. აქ ბევრი საყურადღებო ადგილია და დროა „სხვა რომი“ მოინახულოთ.
1.საიდუმლო მუზეუმი: Galleria Colonna
ადგილობრივი შედევრების ყველაზე მდიდრული კოლექცია მხოლოდ შაბათს, დილის 9 საათიდან დღის პირველ საათამდეა ხელმისაწვდომი. თუ მოასწრებთ, გაგიმართლებთ: ტინტორენტო, ბრონზინო, გვიდო რენი და შთამბეჭდავი ბაღი ამად ნამდვილად ღირს.
მისამართი: Via della Pilotta, 16
2.რესტორანი: Canova Tadolini
სკულპტორების, ანტონიო კანოვასა და ადამო ტადოლინის ძველი სახელოსნო, რესტორნად გადაიქცა. წარმოიდგინეთ რა ამაღელვებელია ვახშმობა ქანდაკებებისა და ბარელიეფების გარემოცვაში! შეგიძლიათ დილით უბრალოდ ყავა დააგემოვნოთ.
მისამართი: Via del Babuino, 150/a
3.სასტუმრო: Palazzo Manfredi
ეს სასტუმრო გლადიატორების სკოლის ადგილასაა განთავსებული. არაჩვეულებრივი დიზაინი, სერვისი და ტერასა სახურავზე გაოგნებულს დაგტოვებთ. ამ სასტუმროში კოლიზეუმის პირდაპირი ხედით დაიძინებთ და გაიღვიძებთ.
მისამართი: Via Labicana 125
4.კაფე: Propaganda
ეს კაფე პარიზულ ბისტროს მოგაგონებთ. იტალიელების ზუსტი წარმოდგენა კაფეზე კი შემდეგნაირია: ნაპოლეონის დროინდელი ჭაღები, შავი ვენური სკამები და ვინტაჟური ბარის მაგიდა. დარწმუნებული იყავით, რომ აქ ქალაქში საუკეთესო ლანჩს მიირთმევთ, ატმოსფერო კი შემოქმედებითად შთაგაგონებთ.
მისამართი: Via Claudia 15
5.ბაზრობა ბოსკეტოს ქუჩაზე
ესაა სამხატვრო გალერეების, ექსკლუზიური ბუტიკების და ღვინის ბარების კვარტალი. აქ ყველა მაღაზია ორიგინალურია. შეხვდებით სკულპტურთა, ილუსტრატორთა და დიზაინერთა შემოქმედებას, ღვინოს, საიველირო და ანტიკვარულ ნაწარმს.
მისამართი: Via del Boschetto
6.სანაყინე: Neve di Latte
ეს ადგილი გურმანებისთვის მისწრებაა. აქ 20 სხვადასხვა გემოს დაგემოვნებას შეძლებთ: შოკოლადს, ყავას, სეზონურ ხილს, ვანილს. ერთადერთი უცნაური გემო „ბალზამირებული ძმარია“. ინგრედიენტების ხარისხი უმაღლეს დონეზეა აყვანილი. მაგალითად, შოკოლადი Amedei ბავარიული რძისგან მზადდება.
მისამართი: Via Luigi Polletti 6
7.რესტორანი: Roscioli
ესაა ადგილი გურმანებისთვის, ღვინის მოყვარულებისა და ოჯახური ვახშმისთვის. ის ალესანდრო როჩიოლიმ, ცნობილი იტალიელი მცხობელების დინასტიის წარმომადგენელმა გახსნა. ქილები და ბოთლები კედლის დეკორაციის ნაწილია. კერძები მენიუში ძალიან მარტივი, მაგრამ უგემრიელესია.
მისამართი: Via dei Giubbonari 21
8.ბარი: del Fico
ეს ადგილი ფელინის ფილმის კადრს ჰგავს: ბარის ეზოში მამაკაცები ჭადრაკს თამაშობენ და ადგილობრივ დიალექტზე სარკასტულ კომენტარებს აკეთებენ. მოთამაშეები მანამდეც აქ ისხდნენ, სანამ 2010 წელს ბარს გახსნიდნენ. დღეს ეს ლოკაცია მშვენიერი ადგილია ძველ რომაულ ხელოვნებას და ისტორიას გაეცნოთ და იტალიელებთან ერთი ხელიც წაითამაშოთ.
მისამართი: Piazza del Fico 26