აღმოჩნდა, რომ მოგზაურებს ჩვენთვის ბევრი მნიშვნელოვანი რამის სწავლება შეუძლიათ. რა უნდა ვისწავლოთ მათგან, ვინც წელიწადის დიდ დროს სახლიდან მოშორებით ატარებს?
1 საკუთარ თავთან მარტო დარჩენის არ გეშინოდეთ
გამოცდილი მოგზაურები ამბობენ, რომ რთულია საკუთარი თავი ღრმად შეიცნო, თუ მარტო დარჩენას გაურბიხარ. ამ აზრს ეთანხმებიან მწვრთნელებიც, ფსიქოლოგებიც და თითქმის ყველა რელიგიის მოძღვრებიც - საკუთარი თავის მოსმენა მხოლოდ მაშინ შეგიძლია, როცა გარშემო ხმაური წყდება. ამისთვის არაა აუცილებელი უკაცრიელ კუნძულზე გაემგზავრო. ყოველდღიურად რამდენიმეწუთიანი მედიტაცია ან 1 დღე მარტო სეირნობაც საკმარისი იქნება.
2 შეწყვიტეთ გარშემო ყველაფრის გადაღება
ყველაზე ნათელი პეიზაჟები, რომლებიც მოინახულეთ, „ცოცხლობს“ არა ინსტაგრამის გვერდზე, არამედ თქვენს მეხსიერებაში. არ მოაკლოთ საკუთარ თავს შესაძლებლობა დატკბეთ ნანახით და საკუთარი თვალებით შეიგრძნოთ ყველა დეტალი, სმარტფონის ეკრანში ყურების ნაცვლად.
3 გარშემო ყველა ადამიანს თქვენთვის ცუდი არ სურს
თუ მუდმივად ზედმეტად ფრთხილი იქნებით და არავის ნდობა გექნებათ, შესაძლოა ხელიდან გაუშვათ საინტერესო ადამიანების გაცნობა, რაც ახალ შთაბეჭდილებებსა და გამოცდილებას გაზიარებდათ.
4 თავგადასავლებს პოულობს ის, ვინც მას ეძებს
ამბობენ, რომ თუ სავარძლიდან არ დგები და ლატარეის ბილეთს არ ყიდულობ, ბედს ნუ ეკითხები, ჯეკპოტს რატომ ვერ იგებ. ძველ გამონათქვამებში ჭეშმარიტება ნამდვილად მოიაზრება და მსგავსი დამოკიდებულება მოგზაურობის დროს უნდა გამოიჩინოთ.
5 უსიამოვნებებიც შეიძლება მოხდეს
მიეჩვიეთ, რომ ამას ვერ გაექცევით. უარყოფითი გამოცდილებაც გამოცდილებაა. ამასთან, უსიამოვნებების შემდეგ, სასიამოვნო მოვლენებს უფრო კარგად შეიგრძნობთ.
6 გარემოების შეცვლა ცხოვრებას ავსებს
თუ კარგად დაფიქრდებით, ბევრ მნიშვნელოვან მომენტს გაიხსენებთ, რომლებიც მოგზაურობასა და ახალ გამოცდილებასთანაა კავშირში. სწორედ ეს ფიქრები გვიბიძგებს ხანდახან რუტინას გავექცეთ და გულისძგერა სრული სისავსით შევიგრძნოთ.
7 არ ეცადოთ აბსოლიტურად ყველაფერი დაგეგმოთ
ყველაზე საგულდაგულოდ მოფიქრებული სცენარიც კი შეიძლება კრახით დასრულდეს - ეს ნორმალურია! რა თქმა უნდა, მხოლოდ ბედს არ უნდა დაეყრდნოთ და დაგეგმვაზე საერთოდ უარი არ უნდა თქვათ, მაგრამ კურსის ოდნავ შეცვლა კატასტროფად არ უნდა მიიღოთ.
8 მსოფლიოს ყველა წერტილში ადამიანებს ბედნიერება სურთ
თუ ფიქრობთ, რომ ვინმესთან საერთო არ გაქვთ, ცდებით: გარშემო ყველა ადამიანი სინამდვილეში ერთსა და იმავეზე ოცნებობს.
9 იმაზე ნაკლები ნივთი გჭირდებათ, ვიდრე ფიქრობთ
მგზავრობისას მარტივად უნდა თქვათ უარი მაკიაჟზე, რთულ ვარცხნილობებზე, მაღალქუსლიან ფეხსაცმელებსა და ზედმეტ ბარგზე. დიდხნიან მოგზაურობაში მოხვედრისას მიხვდებით, სინამდვილეში რა ცოტა რამ გჭირდებოდათ.
10 ღიმილი ბევრ კარს აღებს
თუ იმ ქვეყნის ენაზე ვერ საუბრობთ, სადაც მოგზაურობთ, უბრალოდ გაიღიმეთ. თუ კოლეგებთან საერთო ენას ვერ გამონახავთ, ისევ გაიღიმეთ. კეთილგანწყობილი და გულწრფელი ღიმილი ყველაზე რთულ სიტუაციებშიც დაგეხმარებათ.