საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია AIR FRANCE საქართველოში 2019 წლის გაზაფხულზე შემოვა და ფრენების განხორციელება 31 მარტიდან დაიწყება.
„2-წლიანი მოლაპარაკებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფრანგულ კომპანიას, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და TAV Georgia-ს შორის წარმატებით დასრულდა. პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის მიმართულებით ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათსა და კვირას ეარბას A 320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება“, – განაცხადეს აეროპორტების გაერთიანებაში.
AIR FRANCE მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ავიაკომპანიაა, რომელიც 1933 წლის 7 დეკემბერს დაფუძნდა და დღემდე 200-ზე მეტი მიმართულებით წარმატებით ოპერირებს. საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის, SkyTeam-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია.
2016 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 84 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.