ბევრი ადამიანი თანხმდება, რომ აეროპორტები სტრესის მომგვრელია, რადგანაც მოგზაურობებს შორის ლოდინი და დროის უაზროდ გაყვანა გიწევს. თუმცა, მსოფლიოში არსებობს აეროპორტი, რომელიც თქვენს მოლოდინის რეჟიმს გარანტირებულად საუკეთესოს გახდის. წელს, სინგაპურის აეროპორტმა "მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტის" წოდება მოიპოვა და ლიდერობას უკვე ზედიზედ რამდენიმე წელია არ თმობს. აქ ისეირნებთ მშვენიერი ყვავილებით მორთულ ბაღებში და გართობას თამაშითაც შეძლებთ. ამასთან, აეროპორტი თავს სისუფთავით და მომსახურე პერსონალის საუცხოო პროფესიონალიზმითაც იწონებს.
საზაფხულო სტილის დასვენების დაწყება უკვე აეროპორტის სახურავზე განთავსებულ აუზშია შესაძლებელი.
ფერადი ინსტალაციებიც აუცილებლად მოგჭრით თვალს.
კინოდარბაზებში უკანასკნელი დროის ფილმებს უფასოდ იხილავთ
გასართობი ლოკაციები მოწყობილია როგორც მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულთათვის
დაღლილი მგზავრებისთვის კი კომფორტული სივრცეა მოწყობილი