დუბაი საკუთარი უნიკალურობით ბევრ ადამიანს იზიდავს. ზომიერი სარტყლის მაცხოვრებელთათვის ეს ქალაქი ზამთარში განსაკუთრებით მომხიბვლელი და მიმზიდველი მიმართულებაა. ემირატების გრანდიოზული ქალაქი სპონტანური მოგზაურობისთვისაც ბრწყინვალე გადაწყვეტილებაა. წარმოგიდგენთ გიდს იმისათვის, რომ ამ ქალაქში ყველა საინტერესო ადგილის მონახულება მოასწროთ.
#1 Kite Beach და Sunset Beach
აქტიური დასვენების მოყვარულები პირველ სანაპიროებს უნდა ეწვიონ. აქ შეგიძლიათ დაკავდეთ სერფინგით, ხელბურთით, ჩოგბურთით ან უბრალოდ დაისვენოთ. მეორე სანაპირო კი საღამოს სეირნობისთვისაა საუკეთესო, რადგანაც აქ ღამის ქალაქის შორიდან თვალიერებას სრულ სიმშვიდეში შეძლებთ.
#2 ექსტრემალური საფარი
ადრენალინის მოყვარულები ამ ადგილს უნდა ეწვიონ. შესაბამისი ტრანსპორტირების დაქირავებით თავს კულტურულ მრავალფეროვნებაში აღმოაჩენთ.
#3 სპა ბურჯ-ელ-არაბში
Talise Spa დუბაის ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროში მდებარეობს და გამოადგებათ მათ, ვისაც ქალაქში სიარულის შემდეგ განტვირთვა უნდა.
#4 რესტორანი ბურჯ-ხალიფში
მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობიდან გადმოხედვა ნებისმიერი ტურისტის ოცნებაა. 442 მეტრი სიმაღლეზე ვახშმის მირთმევასაც შეძლებთ.
#5 The Third Line
ხელოვნების გალერეა აღმოსავლეთის ქვეყნების მხახტვრების შემოქმედებას ინახავს. აქ იხილავთ მოზაიკით შესრულებულ შედევრულ ნამუშევრებსაც.
#6 City Walk-ის კვარტალი
გსურთ მაღაზიებს ესტუმროთ? იმისთვის რომ დღე მაქსიმალურად სასარგებლოდ გაატაროთ, გირჩევთ ამ კვარტალში იშოპინგოთ. ახალი კომპლექსის კედლები არტ-პროექტს წარმოადგეს. აქ მსოფლიო ბრენდების მაღაზიებია და ყველანაირ ფინანსურ მდგომარეობას ერგება.
#7 მომღერალი შადრევნები ბურჯ-ხალიფასთან
მუსიკალური შადრევნები დუბაის ცენტრში მდებარეობს და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ღირსშესანიშნაობად ითვლება.
#8 Q’s Bar and Lounge
ეს ბარი ცოცხალი მუსიკის კუთხით დუბაიში საუკეთესოა. ლეგენდარული კომპოზიტორისა და მუსიკოსის, ქუინსი ჯონსის პირველი ბარი ცნობილ მოედანზე მდებარეობს. აქ ყველა ჟანრის მუსიკას მოისმენთ და ნამდვილად არ მოიწყენთ.
#9 დუბაის ოპერა
გასული წელს გახსნილმა ამ ოპერამ ნამდვილი ფურორი მოახდინა. მის სახურავზე რესტორანიცაა მოთავსებული, საიდანაც თვალწარმტაცი ხედები შლება.
#10 შაჰი ზაიდის მეჩეთი
მართალია ის აბუ-დაბიში მდებარეობს, მაგრამ დუბაიში ჩასული ტურისტების აუცილებლად მოსანახულებელ სიაშია. მეჩეთში შესვლა ყველას შეუძლია. ის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია და ზღაპრული სასახლის ილუსტრაციას მოგვაგონებს.