იტალიაში, კუნძულ კაპრის მისადგომებთან, შემაღლებულ ადგილას, განცალკევებით ანაკაპრი მდებარეობს. ეს მშვენიერ ადგილი, სადაც საოცარი სიმშვიდე სუფევს, ვარსკვლავების საკურორტო არჩევანია. აქ, ანაკაპრიზე, პაპარაცები სასტიკად აკრძალულია.
ტურისტების საბედნიეროდ, აქ ყველა ტაქსი კაბრიოლეტია და მომხიბვლელი ფოტოების გადასაღებადაც ნამდვილი მისწრებაა. აქ გელით პიაცა-ვიტორიას მოედანი, სადაც ყველაზე ლამაზი იტალიური ფიჭვი ხარობს.
სავაჭრო გალერეასთან თვალს შეუდარებელი პანორამა მოგჭრით. შეუძლებელია ამ ადგილას ცნობილ რეჟისორებს, სცენარისტებსა თუ მწერლებს ახალი შემოქმედების იდეა არ გაუჩნდეთ. ამ ადგილის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა სასახლე-სასტუმროა Capri Palace, რომელიც 60-იან წლებში ააგეს. თავად შესასვლელიც კი ხელოვნების ნიმუშს მოგაგონებთ, თუმცა აქ ხელოვნებას ყველა კუთხეში შეიგრძნობთ, მათ შორის ბარის დახლზეც.
გასტრონომიის მოყვარულებს აქ სამოთხე ელით - Il Riccio უნიკალური რესტორანია, რომელსაც პირადი სანაპირო აქვს. ანდრეა მილიაჩო რეგიონის ტრადიციულ კერძებს ვირტუოზულად ხდის დაუვიწყარს. საავტორო დესერტების წინაშე ისინი კი ქედს იხრიან, ვისაც ტკბილეული ნაკლებად აღელვებს.
და ბოლოს, მთავარანგელოზ მიქაელის გრანდიოზული ეკლესია, რომლის მეორე სართულის აივნიდანაც საოცარი მასშტაბის მოხატულობა იშლება.