არც კი ვიცი, საიდან დავიწყო ჩემი 2-კვირიანი დაუვიწყარი მოგზაურობის აღწერა. ჯერ ისევ საოცარი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ და მინდა ყველას გავუზიარო ჩემი ემოციები. დანიშნულების პირველი პუნქტი გიჟური ენერგიითა და უსაზღვრო პოზიტივით აღსავსე ქალაქი – ბარსელონა გახლდათ.
შეუძლებელია ამ ქალაქმა თავი არ შეგაყვაროთ. გაუდი, დალი – ღირსშესანიშნაობები ყოველ ნაბიჯზე გხვდება. სანამ აეროპორტიდან სასტუმრომდე მივიდოდი, უკვე ასამდე ახალი ფოტო იყო ჩემს ტელეფონში. ნეტავ რა მეშველებოდა, რომ არა ჩემი უსაყვარლესი „ბილაინი“, რომელსაც უკვე 10 წელია არ ვღალატობ. სანამ ჩემი მეგობრები ახალი ბარათების ჩადებასა და იქაური ინტერნეტის ყიდვას ცდილობდნენ, მე უკვე ჩემებთანაც დარეკილი მქონდა და სოციალურ ქსელებშიც მოვასწარი ფოტოების ატვირთვა. გამიმართლა, ვინაიდან საზღვარგარეთ ჩასვლისას, „ბილაინზე“ როუმინგის აქტივაცია ავტომატურად ხდება, ყოველგვარი კოდების აკრეფვის გარეშე, რაც დამეთანხმებით, ძალიან მოსახერხებელია. თანაც ფაქტი, რომ საკუთარ ნომერს ინარჩუნებ, ბევრ პრობლემას გიხსნის და არც რეალობისგან ხარ მოწყვეტილი.
რატომღაც ყველას ჰგონია, რომ როუმინგი ძვირი ჯდება... არ ვიცი სხვა ქსელებთან როგორ არის, თუმცა „ბილაინის“ როუმინგს ჩემთვის საკმაოდ მისაღები ფასები აქვს. თანხა მხოლოდ იმ შემთხვევაში გეჭრება, თუ რომელიღაც მომსახურებას გამოიყენებ. მაგალითად, გააგზავნი SMS-ს, რომლის ფასიც 3 ლარიდან იწყება 10 SMS-ისთვის. თუ ადგილობრივად დარეკვა გინდა, 10 წუთი გეძლევა, ასევე 3 ლარიდან დღეში, ინტერნეტი – 50 მბ 3 ლარიდან! თანხის ჩამოჭრა ხდება მხოლოდ იმ სერვისისთვის, რომელსაც მომხმარებელი როუმინგში ყოფნისას იყენებს. ზარის დამრგვალება კი წამობრივია.
170-მეტრიანი საგრადა ფამილიას ნახვისას მიღებულ ემოციებზე დღემდე ჟრუანტელი მივლის. ამ გრანდიოზული ტაძრის შენება 1883 წელს დაიწყო ანტონიო გაუდიმ და მისი მშენებლობა დღესაც გრძელდება. საოცარი ეფექტი მოახდინა გუელიას სასახლემ და ამავე სახელწოდების თვალისმომჭრელმა პარკმაც. აუცილებლად სანახავთა სიაში უნდა შეიყვანოთ კასა ბალიო და კასა მილეც. მოკლედ, მთელი ქალაქი ნამდვილი არქიტექტურული სასწაულია! ზღაპრული სამყაროს მოვლის შემდეგ, ესპანური ტრადიციული პაელასა და უგემრიელესი სანგრიას წრუპვით ვეცადე, გონზე მოვსულიყავი. რამდენიმე დღე შოპინგსაც დავუთმე, ლა რამბლას თითქმის ყველა მაღაზია დავიპყარი და არც ბარსელონეტას ოქროსფერი ქვიშის სანაპიროზე გარუჯვა მოვიკელი.
არ მეგონა, თუ ამდენი სილამაზის შემდეგ, რაიმე კიდევ მომხიბლავდა, მაგრამ დანიშნულების მეორე პუნქტმა – პორტუგალიამ, კერძოდ ლისაბონმა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. თვალებიდან არ ამომდის იქაური შენობების გასაოცარი ფასადები და ის დაუვიწყარი ქუჩები, რომლებზე სეირნობა ალბათ არასოდეს მოგბეზრდება. ბარსელონას ხედებით თავბრუდახვეულს სულ გადამავიწყდა, რომ ტელეფონში „ბილაინის“ აპლიკაციაც ჩამოტვირთული მაქვს, საიდანაც უმარტივესია როუმინგის ყველა ხარჯის კონტროლი. ასევე, პირდაპირ აპლიკაციიდან შეგიძლია ჩართო სერვისები. საბედნიეროდ, სანამ პორტუგალიურ მორევში გადავეშვებოდი, ჩემი აპლიკაციის მეშვეობით ინტერნეტიც ჩავირთე და საკმარისი მეგაბაიტების რაოდენობით თამამად გავეშურე ლისაბონის დასალაშქრად. თითოეული პაკეტი 14 დღის განმავლობაშია აქტიური, ასე რომ, ჩემთვის ეს ფაქტიც ზედგამოჭრილი გამოდგა. 50 მბ: 5 ლარი, 200 მბ: 20 ლარი, 500 მბ: 40 ლარი, 1 გბ: 60 ლარი – ალბათ თქვენც ხვდებით, რამდენად ხელსაყრელი და კომფორტული მომსახურება აქვს ჩემს „ბილაინს“. ქუჩაშიც თავისუფლად ვსარგებლობდი „გუგლის“ რუკით და ჩემი წყალობით ყველა სასურველ ლოკაციას მარტივად ვაგნებდით. შესაბამისად, დროც უაზროდ არ დაგვიკარგავს. საუკეთესო შეგრძნებაა, როდესაც თავს შეზღუდულად არ გრძნობ და მშვიდად ხარ, რომ ინტერნეტი მუდამ შენთანაა!
ამ მისტიკურ ქალაქში სეირნობა განსაკუთრებულ შეგრძნებებს იწვევს. ყველგან იგრძნობა დიდი ისტორია და უზარმაზარი სიყვარული, რომელიც თითოეული შენობის ვიზუალზე იკითხება. შეუდარებელი ხედების გარდა, აღმაფრთოვანა პორტუგალიელი ხალხის კეთილგანწყობამ და სტუმართმოყვარეობამ. შეუძლებელია ულამაზეს ენაზე მოსაუბრე მომღიმარი ადამიანებისგან დადებითად არ დაიმუხტო. ისეთი შეეგრძნება მქონდა, რომ იქ, იმ ქალაქში ყველა ბედნიერია.
ჩემი მოგზაურობა პორტუგალიის კიდევ ერთმა შთამბეჭდავმა ქალაქმა – პორტომ დააგვირგვინა. დომ ლუის ისტორიული ხიდიდან მთელი ქალაქის ხედი იშლება. ირგვლივ პორტუგალიური ჰანგები ისმის და თოლიები შეუჩერებლად დაფრინავენ. მინდა როგორმე გადმოვცე ის სილამაზე, რომელსაც ჩემი თვალები აღიქვამდნენ, თუმცა ვხვდები, რომ სიტყვებით ამის გადმოცემა შეუძლებელია. ასე რომ, ყველა ადამიანმა აუცილებლად უნდა შეიგრძნოს იქაური ენერგეტიკა, დააგემოვნოს Porto Wine და გაისეირნოს ოკეანის მისტიკურ სანაპიროზე, სადაც გული სხვანაირად ძგერს.
მოგზაურობის დროს იმდენ ემოციას იღებ, გინდა სასწრაფოდ გაუზიარო ყველას და აჩვენო საყვარელ ადამიანებს ის ყველაფერი, რამაც ასე მოგხიბლა. მიხარია, რომ „ბილაინმა“ მომცა ამის საშუალება და ყოველ წუთს შემეძლო დამერეკა, მიმეწერა ან ფოტო ამეტვირთა. ერთ რამეს კი ნამდვილად მივხვდი – სწორედ მოგზაურობის დროს გამოიყოფა ყველაზე მეტი ენდორფინები. ასე რომ, უკვე ვფიქრობ, რომელი ქვეყანა იქნება შემდეგი...