ინტერნეტში ვიეტნამის ახალ საოცარ ხიდს აქტიურად განიხილავენ. ქვეყნის ცენტრში ოქროს ხიდი ორ უზარმაზარ ხისფერ ხელებს "უჭირავს". ის 150 მეტრი სიგრძისაა და ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარეობს, ხედი კი მწვანე მთებს გადაჰყურებს. კონსტრუქციის მშენებლობას 1 წელი დასჭირდა.
ობიექტის ყველაზე საოცარი ნაწილი - ხელებია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხის გეგონებათ, სინამდვილეში მათი ჩონჩხი ფოლადითაა დაფარული.