თბილი ზღვა, ძველი ქალაქები, მხიარული ფესტივალები - სად უნდა გაემგზავროთ იმისთვის, რომ დაუვიწყარი ზაფხულის მოგონებები დაგრჩეთ და თანაც შედარებით ნაკლები ხარჯი გასწიოთ?
#1 რიმინი, იტალია
ადრიატიკის სანაპიროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკურორტო ქალაქი სადაც ყველაფერია: რომის იმპერიის ისტორიული მემკვიდრეობა, რესტორანები გურმანებისთვის, მაღაზიები ვინტაჟური ნივთებით, ძველი პორტი გემებით, ღამის კლუბები და საბავშვო გასართობი ზონები. რაც მთავარია - 15 კილომეტრი სიგრძის სუფთა სანაპირო.
#2 ლისაბონი, პორტუგალია
აქ ჩამოსვლა ყოველთვის კარგი იდეაა - წითელი სახურავები, თეთრი და ცისფერი ფასადები და გემები - ეს არის ქალაქი, რომელსაც თევზის, მარილის, ყავის და სხვა სასიამოვნო არომატების სურნელი ასდის. დააგემოვნეთ ადგილობრივი ალკოჰოლი, დაიკარგეთ წვრილ ქუჩებში, მოინახულეთ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმები, ივახშმეთ რესტორანში, ისწავლეთ სერფინგი... არ დაგავიწყდეთ წვეულებები, რომლებსაც ბარებსა და კლუბებში გადააწყდებით.
#3 ბელგრადი, სერბია
სერბიის დედაქალაქი საუკეთესოა მოდუნებისთვის. აქ უარი არ უნდა თქვათ ორ რამეზე: გემრიელად დალევასა და მირთმევაზე. გამოიკვლიეთ ეკლესიები, მუზეუმები, ტრადიციული კაფეები და აქ ყოფნას უდიდეს თავგადასავლად აქცევთ.
#4 სტოკჰოლმი, შვეიცარია
თუ სიგრილე მოგენატრათ, შვეიცარიის დედაქალაქს ესტუმრეთ. აქ დაგხვდებათ ძველი ქალაქის აურა, ბაღები, საუკეთესო მუზეუმები, ლამაზი მეტრო... მართალია სტოკჰოლმი ძვირი მიმართულებაა, თუმცა აქ ბევრი რამაა უფასო. ესტუმრეთ ადგილობრივ დემოკრატიულ ბრენდ H&M-ს.
#5 გდანსკი, პოლონეთი
ეს არის ზღვისპირა ქალაქი, რომელიც თქვენს გულში სამუდამოდ დარჩება. ეკლესიები, ფერადი სახლები, ყავახანები, წვეულებები, საზღვაო მუზეუმი... აღსანიშნავია ქალაქის მუსიკალური ფესტივალიც, რომელზეც ყოველწლიურად ყველაზე ცნოფილი ჯგუფები და შემსრულებლები იღებენ მონაწილეობას.
#6 ტალინი, ესტონეთი
პატარა ქუჩები, დიდი ტაძრები, სასახლე, თანამედროვე დიზაინერების სუვენირები... ძველი ქალაქის დათვალიერების შემდეგ, კრეატიულ შენობებსა და ქუჩის მხატვრობებსაც მიაგნებთ. მოინახულეთ ტელეანძა, ისეირნეთ იდეალურ პარკებში...
#7 ვილნიუსი, ლიტვა
აქ ღამის ცხოვრება ყვავის : კონცერტები პარკებში, ქუჩის თეატრები, მუსიკალური ფესტივალები, ბურგერფესტი, ველომარათონები... შეგიძლიათ ხმაურსაც მოწყდეთ და სიმშვიდეში ქალაქის ხედით დატკბეთ..