მონტენეგრო, საქართველოს მსგავსად, ზღვის, მთების, ღვინის, ავთენტური სტუმართმოყვარეობის, მდიდრული კულტურისა და ისტორიის სამშობლოა, რომელიც სტუმრებს უამრავ საინტერესო სანახაობას სთავაზობს. მაგალითად, ადრიატიკის ზღვის ველურ ბუნებას და რაც მთავარია, მდიდრულ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელსაც ისტორიულ ქალაქებში – კოტორში, ბუდვასა თუ პერასტში შეხვდებით. წლიდან წლამდე, უფრო და უფრო მეტი ტურისტი ირჩევს მონტენეგროს, რამაც უკანასკნელ პერიოდში ინვესტორების, საერთაშორისო ბრენდების ინტერესი მნიშვნელოვნად გაზარდა.
ამ ძველისძველ ქალაქს UNESCO იცავს და სტუმრებს დღისით თუ ღამით უძველესი ქალაქის ატმოსფეროთი აოცებს. ამ ყველაფერს შეიგრძნობთ მაშინ, როცა ძველი ქალაქის წვრილ ქუჩებში გაისეირნებთ, ისეთი ტაძრების კედლებს შეეხებით, როგორებიცაა წმ. ლუკას სახელობის მე-12 საუკუნის სამლოცველო და წმ. ტრიფონის რუმინული კათედრალი.
აქ, ძველი არქიტექტურისა და ისტორიული ლანდშაფტის შენარჩუნებისთვის, მკაცრ წესებს იცავენ, რაც საერთაშორისო დონის ბრენდებისთვის, როგორებიცაა Swissotel Residences, Bay of Kotor და Montenegro, დიდ გამოწვევას წარმოადგენს.
Swissotel Residences, Bay of Kotor, Montenegro-ს პროექტი 175 კერძო აპარტამენტს ითვალისწინებს, რომლებიც უკვე ხელმისაწვდომია გასაყიდად. კომპლექსის ნაწილი იქნება 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო 137 ოთახით. რა ხდის Swissotel Residences, Bay of Kotor, Montenegro -ს მრავალმხრივ უნიკალურს?
უპირველესად, კოტორ ბეიში არაა უფრო დიდი მიწის არეალი, როგორიც Swissotel Residences, Bay of Kotor, Montenegro-ს აქვს. მეორე მხრივ, ეს კონცეპტი ეკომეგობრულია. ტერიტორიის უდიდესი ნაწილი სიმწვანეშია ჩაფლული, რაც ჯანსაღი ჰაერის მოძრაობის წინაპირობა ხდება. კომპლექსის მცხოვრებლებსა და სტუმრებს შეუძლიათ დაკავდნენ სპორტით და სხვა აქტივობებით 1500 მ2 ფართობის ტყის ზონაში. მესამე გახლავთ ეკოსისტემა, რადგან გამოყენებულ ტექნოლოგიას ბუნების განადგურების საფრთხე მინიმუმამდე დაჰყავს.
სასტუმროს სტუმრებსა და მცხოვრებლებს 250 მეტრი სიგრძის კერძო სანაპიროზე ექნებათ წვდომა – ისევე, როგორც სხვა ობიექტებზე, რომლებსაც ყველანაირი წვეულებისა და ღონისძიების შემთხვევაში გამოიყენებენ.
მცხოვრებლებისთვის ასევე ხელმისაწვდომი იქნება სასტუმროს მიერ შემოთავაზებული მდიდრული სერვისები. მათ შორის: შიდა კვება, კერძო ტრანსპორტირება, ქიმწმენდა, დიასახლისის მომსახურება, ფიტნეს და სპაცენტრი, პაჟისა თუ კონსიერჟის სერვისი და სხვა. საცხოვრებლის მფლობელებს შეუძლიათ გაქირავების პროგრამებთან ითანამშრომლონ და მიიღონ შემოსავალი მაშინ, როცა თავად არ გამოიყენებენ ბინას. კომპლექსში ისინი ასევე VIP-სტატუსით ისარგებლებენ, რაც სასტუმროს რესტორნებსა და ბარებში ფასდაკლებებს, ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და პრივილეგიებს მოიცავს.
მცხოვრებლებს, როგორც საკუთრების ინვესტორებს, მონტენეგროს მოქალაქეობის უფლებაც ენიჭებათ, რომელიც 2025 წლისთვის ევროკავშირის წევრი გახდება. Swissotel Residences, Bay of Kotor, Montenegro-ს რეზიდენციის მშენებლობა 2018 წლის ივლისში დაიწყება და 2020 წელს დასრულდება.
სტატია უფრო ვრცლად წაიკითხეთ OK!-ს ივლისის ნომერში