დაივინგი საუკეთესო საშუალებაა, სპორტი დასვენებას შეუთავსოთ. თბილი წყალი, სილამაზე და მოდუნება – უკეთესს რას ინატრებთ?
1. ინდონეზია
წყლის ტემპერატურა: 22-27°С
მსოფლიოს ბევრი მოცურავე აღიარებს, რომ ინდონეზია ამ მიზნით საუკეთესო ადგილია. აქ მთელი წელი სეზონია. შეხვდებით ისეთ მრავალფეროვან სახეობებს, როგორებიცაა: ზღვის ცხენი, კუ, რვაფეხა, თინუსი და ა.შ.
2. ბალი
წყალქვეშა სამყაროს მრავალფეროვნება თქვენ წინაშე მთელი სიცხადით გადაიშლება. ბალის კუნძულებზე იშვიათი სახეობების თევზებს მოინახულებთ. არქიპელაგებზე 500-ზე მეტი სახეობის თევზი დაცურავს და 700 სახეობის მოლუსკი ბინადრობს. ასევე, ვეშაპისნაირნი და დელფინებიც შეგხვდებიან.
3. მალტა
წყლის ტემპერატურა: 22-24°С
სეზონი: მაისიდან ოქტომბრამდე
მალტა ულამაზესი რიფებითაა ცნობილი, თუმცა მისი მთავარი საიდუმლო წყალქვეშა პრეისტორიული ტაძრებია. თქმულების თანახმად, სწორედ აქ მდებარეობდა ლეგენდარული ატლანტიდა. თევზებიდან შეხვდებით: ზღვის ქარიყლაპიას, ბარაკუდას, კეფალს, თინუსს, დელფინებს, რვაფეხას და ა.შ.
4. ნორვეგია
წყლის ტემპერატურა: 8-18°С
სეზონი: ივნისიდან ოქტომბრის ბოლომდე
ექსტრემალური სპორტის მოყვარულები ნორვეგიასაც უნდა ეწვიონ. ქალაქი ნარვიკი დაივინგის მიმდევრებისთვის ნამდვილი მექაა – აქ მკვდარი ხომალდები და თვითმფრინავები დახვდებათ.
5. ეგვიპტე
წყლის ტემპერატურა: 20-27°С
მდიდარი წყალქვეშა სამყარო და ბევრი რიფი – აქ დაივინგით გართობა ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ. ჟაკ ივ-კუსტო ეგვიპტის წითელ ზღვას „საოცრებათა დერეფანს“ უწოდებდა. აქ ყველაზე უცნაური შეფერილობისა და ფორმის ჯგუფურად მოძრავ თევზებს შეხვდებით.