კლასიკური მიმართულებები ხანდახან შესაძლოა მოგვბეზრდეს და ბარგის გამზადება რომელიღაც საინტერესო ადგილის ძიებისთვის დავიწყოთ. წარმოგიდგენთ ქვეყნებს, რომლებიც არაორდინარულ ბუნებას გაგაცნობენ.
1. ბრაზილია
როცა ბრაზილიაზე ფიქრობ, თვალწინ რიო დე ჟანეირო წარმოგიდგება: კოპაკაბანას ოქროსფერი სანაპიროები, თავბრუდამხვევი კარნავალები, პალმები, წვეულებები დილამდე და რა თქმა უნდა, მთიდან გადმოშლილი ხედები ქალაქზე. ბუნების მოყვარულებს აქ ჩანჩქერები და მსოფლიოს ყველაზე წყალუხვი მდინარე – ამაზონი გააოცებთ.
ბრაზილიაში წლის საშუალო ტემპერატურა 25-28 გრადუსამდე მერყეობს, ამიტომ ბანაობა ყოველთვის შესაძლებელია და სეზონი არასოდეს მთავრდება.
2. მექსიკა
ეს ტროპიკული სახელმწიფო არა მხოლოდ სომბრეროებით, ტეკილათი, ბურიტოთი და სიმღერებით, არამედ უძველესი ცივილიზაციების, აცტეკების, ინკებისა და მაიას ტომების შთამომავლობითაა ცნობილი. აუცილებლად უნდა ესტუმროთ კანკუნის სანაპიროს, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო კურორტთა ათეულში შედის.
ტემპერატურა 26 გრადუსზე დაბლა არ ეცემა, ცხელ თვეებში კი 35 გრადუსს აღწევს.
3. კოსტა-რიკა
არც ისე დიდი, თუმცა ძალიან ამაყი ქვეყანა ყოფილი ესპანური კოლონიაა, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას შორისაა. კოსტა-რიკასთვის წვიმების სეზონი უცხოა, ამიტომ გამგზავრებას ნებისმიერ დროს თავისუფლად შეძლებთ. ეს ქვეყანა იმითაცაა ცნობილი, რომ ერთადერთია ამერიკის კონტინენტზე, რომელმაც ჯარის რეგულაციებზე უარი განაცხადა – 1949 წლიდან კოსტა-რიკა არავითარ საომარ მოქმედებაში არ მონაწილეობს. ამიტომ, ქვეყანას წლიდან წლამდე ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ ადგილსაც უწოდებენ. აქ ადამიანები მართლაც სასიამოვნოდ ცხოვრობენ. სეზონის განმავლობაში ქვეყანა სანაპიროს ეკოტურიზმისთვის საუკეთესო პირობებს სთავაზობს – სათავგადასავლო ტურებსა და სერფინგს. აქ იხილავთ ვულკანებსაც, მიირთმევთ ეროვნული სამზარეულოს კერძებს და აბორიგენების ეგზოტიკური მუსიკით დატკბებით. წლის საშუალო ტემპერატურა +27 გრადუსს აღწევს.
4. მადაგასკარი
მადაგასკარის დედაქალაქის სახელს – ანტანანარივუს იოლად მხოლოდ მაცხოვრებლები თუ წარმოთქვამენ. აქ უამრავი საერთაშორისო რეისი მოქმედებს. ქალაქი ორ მთას შორისაა მოქცეული და სასახლეებით, მუზეუმებით, პლანტაციებითა და ძვირფასი ქვებითაა ცნობილი. საერთოდ, მადაგასკარი ყველა ასპექტით ეგზოტიკაა. კუნძულზე არსებული მცენარეებისა და ცხოველების 90% მხოლოდ აქ თუ შეგხვდებათ, მათ შორის 100 სახეობის ლემურია. ასეთ მდიდარ ბუნებას, იდეალურად, ნაციონალური პარკების მეშვეობით გაიცნობთ. მადაგასკარზე მრავალფეროვანი ლანდშაფტია – უდაბნოდან დაწყებული ტროპიკული ტყეებით დამთავრებული. სანაპიროზე დასვენებისთვის საუკეთესო ადგილი კუნძული ნუსი-ბეა.
5. ტანზანია
ეს ქვეყანა ველური ბუნებითაა ცნობილი. მთავარი გასართობი ე.წ. უგზოობის ტიპის მანქანებით საფარის ტყის შემოვლაა, სადაც ლომს, ვეფხვს და სპილოსაც კი მოკრავთ თვალს. გრანდიოზული ეროვნული პარკები, ქათქათა სანაპიროები, დაივინგი, ექსკურსია ზანზიბარის კუნძულზე და ცნობილი კილიმანჯარო – ეს ყველაფერი დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეგიქმნით.