საუკეთესო საჩუქარი არის ის, რაც ადრესატის ინტერესთა სფეროებს მოიცავს. მსგავსი რამ სასიამოვნოსთან ერთად, სასარგებლოც ხდება. თუ თქვენს მეგობარს, კოლეგასა თუ საყვარელ ადამიანს მოგზაურობა უყვარს და ძვირადღირებული საჩუქრის საშუალება არ გაქვთ, არჩევანი ამ ნივთებზე გააკეთეთ.
1. პორტაბელური დამტენი
სმარტფონის დატენვასთან დაკავშირებული პრობლემები ყველასთვის ნაცნობია. ეს საკითხი განსაკუთრებით მოგზაურობის მოყვარულებს აბრკოლებთ. ამიტომაც, აუცილებელია ხელთ პორტაბელური დამტენი იქონიონ, რაც უფრო დიდი სიმძლავრის იქნება, მით უკეთესი. რაც მთავარია, პორტაბელური დამტენი არასდროსაა ზედმეტი. თუ ადრესატს ის უკვე მოეპოვება, კიდევ ერთის დაუფლება მაინც გაუხარდება.
2. ტელეფონის წყალგამძლე ჩასადები
მოგზაურისთვის ტექნიკის დატენილ მდგომარეობაში ყოფნის გარდა, მისი დაცვაც საჭიროა. წყალგამძლე ჩასადები საშუალებას გაძლევთ დაიცვათ სმარტფონი მდინარისა თუ ტბის გადალახვისას, ნესტიან ადგილებში მოხვედრისას და ამასთანავე, შეგიძლიათ დააფიქსიროთ კადრები წყლის ქვეშ.
3. ბოთლი ფილტრით
ცნობილია, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სუფთა დასალევი წყლის პრობლემა დგას, ამიტომაც მსგავსი ბოთლის ტარება ყველა ტურისტისთვის მისწრებაა. მსგავსი საჩუქარი ლაშქრობის მოყვარულს განსაკუთრებით გაუხარდება.
4. ჰიგიენური საშუალებების მინი-ვერსია
წესრიგის მოყვარული მოგზაურების მიერ ბარგის კომპაქტურად ჩალაგების შესახებ ლეგენდები დადის. ამაში მათ არამხოლოდ გამოცდილება, არამედ პრაქტიკული ნივთები ეხმარებათ. მაგალითად, ჰიგიენის ნივთების ჩალაგება მცირე ზომის ყუთშიც შეიძლება. მოკლევადიანი მოგზაურობებისთვის დიდი ზომის ნივთების წაღება არამომგებიანი და არაეფექტურია.
5. ფოტოალბომი
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში სურათებს უკვე ყველა ელექტრონულ ფორმატში ინახავს, ფოტოალბომი მაინც შეუცვლელი რჩება. კომპიუტერში ფოტოების დაკარგვის ალბათობა არსებობს, ამასთან დასათვალიერებლადაც ნაკლებად ეფექტურია. დაბეჭდილი ფოტოები უფრო შთამბეჭდავად გამოხატავს ამა თუ იმ მოგონებას, ვიდრე ციფრული. შეუქმენით ადრესატს ლამაზი სივრცე მოგზაურობის აღსაბეჭდად, რათა შთაბეჭდილებები სამუდამოდ ხელშესახები დარჩეს.
6. მედიკამენტების ყუთი
წამლები კარგი საჩუქარი არაა, თუმცა მოგზაურები გამონაკლისები არიან. მათ რეგულარულად სჭირდებათ აფთიაქის განახლება, რომელსაც ძირითადად ივიწყებენ. იმისთვის, რომ მათ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ, აარჩიეთ ყველაზე საჭირო მედიკამენტები და ისინი მომცრო ყუთში მოათავსეთ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ანტიბაქტერიული ხელსახოცებია. ისინი არასდროსაა ზედმეტი.