მსოფლიოში ყველაზე მაგიური ადგილი, რომელიც ულამაზესი ატრაქციონებითა და გარემოთი თანაბრად იზიდავს ბავშვებსა თუ მოზრდილებს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტით გამოირჩევა. შესაძლოა მისულ სტუმრებს ეს გამორჩეთ კიდევაც, მაგრამ დისნეილენდში შეუძლებელია წააწყდეთ რომელიმე სახის მავნე მწერს. პარკის ადმინისტრაციას ესმის რომ მწერები არა მხოლოდ შემაწუხებელია, არამედ შესაძლოა საშიში დაავადებების გადამტანიც იყოს, ამიტომ შესაბამის ღონისძიებასაც მიმართა.
ადმინისტრაციამ შესაფერისი პროგრამა აითვისა, რაც მწერების სპრეების მეშვეობით მასობრივად განადგურებას. მთელს ტერიტორიაზე განთავსებულია კარბონის დიოქსიდის ხაფანგები მწერებისთვის, რომლებსაც შემდეგში ყინავენ და იკვლევენ, რათა უკეთ გაანალიზონ თუ რა ბერკეტებითაა უკეთესი მათთან ბრძოლა.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ადმინისტრაცია მავნებლებთან საბრძოლველად არც მეტი, არც ნაკლები, ქათმებსაც იყენებს, რომლებიც მთელი დისნეილენდის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მანამ სანამ ქათმები ჩვეული ცხოვრების წესით არსებობენ, მუდმივად ხდება მათი სისხლის მონიტორინგი, რათა მწერებით გამოწვეული დაავადებების დროულად აღმოჩენა შეძლონ. საბედნიეროდ, ქათმები მსგავსი ვირუსებისგან როგორიც ზიკა და სხვებია, დაცულები არიან, პარკის ხელმძღვანელობა კი მათი გამოყენებით არკვევს რა არეალში რომელი მწერები შეინიშნება და შესაბამის ზონებსაც იღებს, რათა მოსული დამსვენებელი ყველანაირად დაიცვას.