ისეთ ქვეყნებში ცხოვრება, როგორიაა: ამერიკა, ბრიტანეთი, ავსტრალია ან საფრანგეთი - უდიდესი ხარჯია. მაგრამ, თუ თქვენ სხვა თავგადასავალს ეძებთ, უამრავ ადგილს იპოვით, სადაც ცხოვრება გაცილებით იაფია, უფრო მეტიც, წარმოგიდგენთ 5 ყველაზე იაფ საცხოვრებელ წერტილს მსოფლიოში:
5. ვიეტნამი
ბოლო წლებში ვიეტნამიც პოპულარულ ქვეყანად იქცა ტურისტებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ უცხოელებისთვის აქ მიწის შეძენა ნებადართული არ იყო. ეს მიდგომა შეიცვალა. სანაპიროზე უამრავი მილიონიანი, მდიდრული სახლია, თუმცა მოკრძალებული და სადა, პატარა სახლის შეძენა 25 000- 50 000$ დაგიჯდებათ.
4. არგენტინა
არგენტინა უკვე მრავალი წელია ტურისტებისთვის პოპულარული მიმართულებაა. აქ შესანიშნავი რესტორნები, მდიდარი ისტორია და უამრავი საინტერესო ადგილია. რაც მთავარია, ცხოვრება არგენტინაში ძვირი სულაც არ არის. ნორმალური ფართის სახლს 139 000$-ად შეიძენთ.
3. მექსიკა
მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა ღარიბი უბნებითაც გამოირჩევა, აქ უკეთესი პირობების მქონე ადგილებსაც შეხვდებით; სადაც ყველაფერია, რაც მშვენიერი ცხოვრებისთვის არის საჭირო და ეს ყველაფერი თვეში მხოლოდ 700$ დაგიჯდებათ. ფასში შესანიშნავი ბინის ქირაობა, კვება და ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაც შედის.
2. ეკვადორი
ეკვადორი ბევრი რამით ჰგავს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამერიკელებისთვისაც შესანიშნავ ალტერნატივადაა ქცეული. ვალუტაც კი დოლარებშია. რომ შევადაროთ, ეკვადორში ყოველდღიურად გარეთ კვებაც კი უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე ამერიკაში საჭმლის სახლში მომზადება. უძრავი ქონების შეძენას 50,000 $-ად შეძლებთ.
1. კამბოჯა
შესაძლოა, მაშინ როცა ტროპიკულ სამოთხეზე ფიქრობთ, კამბოჯა მაშინვე არ გაფიქრდებოდეთ, თუმცა ეს ნამდვილად არის შესანიშნავი ადგილი. აქ ცხოვრება ძალიან იაფია, მდიდრული სახლი 4 საძინებლითა და აუზით თვეში 600$ დაჯდება. 20 000$-ად 3-საძინებლიანი სახლი მოგივათ. წელიწადში 2000 $ კი მებაღე და დამხმარე ადამიანის დაქირავება ეღირება.