სტატისტიკის მიხედვით, მოგზაურთა ნახევარი თვლის, რომ ადგილობრივ კულტურასთან გაცნობა სამოგზაურო მიმართულების არჩევისას მნიშვნელოვანი ფაქტორია. ერთ-ერთ მთავარ ხერხს და ნაციონალური ცეკვები წარმოადგენს.
#1 ბრაზილია
სამბა - მხიარული და რიტმული ცეკვა, რომელიც ამ ქვეყანაში დაიბადა. ის პოპულარულია სან-პაულოში, რიო-დეჟანეიროსა და სალვადორში. კარნავალის დროს აქ ეფექტური მოძრაობის სწავლასაც მოახერხებთ.
#2 ესპანეთი
ფლამენკოს ცეკვა უკვე ასობით წელს ითვლის, ის პოპულარობას არც სამშობლოში და არც იაპონიასა და აშშ-ში კარგავს. სევილიაში ფლამენკოს მასშტაბური ფესტივალი ტარდება, სადაც მსოფლიოს საუკეთესო მუსიკოსები და მოცეკვავეები მასტერკლასებს ატარებენ.
#3 ვენა
ვალსის ისტორია XVI საუკუნეში დაიწყო და ხალხური დანიშნულებიდან კლასიკურ, სადარბაზო ცეკვად იქცა. ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება ვენური ვალსია.
#4 ჰავაი
ჰულა ნაციონალური ჰავაური ცეკვაა, რომელიც უძველესი დროიდან მოდის. ლეგენდის თანახმად, ჰულუს პირველი მოცეკვავეები ღმერთები ივნენ, რომლებმაც ის ჰავაის მაცხოვრებლებს ასწავლეს. ცეკვა ნაციონალური ხალხური სიმღერების ფონზე სრულდება.
#5 იაპონია
აქ ბევრი ტრადიციული ცეკვაა, ერთ-ერთი უძველესი კი ნო-მაია, რომელსაც პირველად XIII საუკუნეში ახსენებენ, ის ფლეიტის და იაპონური დრამების ბგერების ფონზე რიტმულ მოძრაობებს წარმოადგენს. მთავარ თემას ტრადიციული იაპონური სიუჟეტები წარმოადგენს. ტოკიოში მას ბევრგან გადააწყდებით.