ფილიპინების ქალაქ მანილაში, სანაპიროდან მოშორებით, მდებარეობს განსაკუთრებული მოლივლივე კუნძული, რომელიც ბოლო დროს ტურისტების საყვარელი გასართობი გახდა. ეს გახლავთ აზიაში უდიდესი სათამაშო მოედანი, რომელიც წყალზეა განთავსებული. ტერიტორია, სადაც რვა კალათბურთის მოედანი თავისუფლად განთავსდებოდა, უამრავ სასრიალოს, ხიდს, კოშკებსა და საქანელებს აერთიანებს.
ტერიტორია ნამდვილი სამოთხეა ბლოგერებისთვის:
მაგრამ ეს ყველაფერი როდია, უკან სანაპიროზე დაბრუნებულებს შეგიძლათ აქტიური გართობის შემდეგ ულამაზეს Pink Bali Lounge-ში დაისვენოთ, რომელიც ასევე ზღაპრულ ფერებშია მორთული.
აღსანიშნავია, რომ ერთდღიანი სრული პაკეტი სანაპიროზე მხოლოდ 9.60 $ ღირს.