ჩრდილოეთ ჰოლანდიაში მდებარე სოფელი, რომელიც გიტჰორნის სახელიტაა ცნობილი, უამრავი წყლის არხითაა დასერილი და ამიტომ ხშირად პატარა ვენეციასაც უწოდებენ. გიტჰორნში სულ რაღაც 2600 ადამიანი ცხოვრობს, ადგილობრივები ხუმრობენ კიდევაც, რომ ყველაზე ხმაურიანი ბგერა, რამაც შეიძლება ადამიანის სმენამდე მოაღწიოს ბატების ყიყინი ან ჩიტების გალობაა, რადგან გარემო ზღაპრულად მშვიდია.
სოფლის მოსახლეობა, წყლის არხებთან ერთად, ერთმანეთს საველოსიპედო ბილკებითაც უკავშირდება.
დაახლოებით 50 მეტრით დაშორებული სახლები პატარა კუნძულებზე მდებარეობს და მკვიდრნი ერთმანეთს ნავებითა და ეკოლოგიური კატერებით უკავშირდებიან.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ჰოლანდიელმა ლტოლვილებმა 1230 წელს აქ დასახლებისას უზარმაზარი ტორფის საბადოები აღმოაჩინეს და მისი მოპოვების შედეგად, ტერიტორია უამრავმა ორმომ მოიცვა, რომლებიც მოგვიანებით ულამაზეს წყლის საცავებად გადაიქცა.