კოლმანსკოპი ოდესღაც ალმასის მოპოვებით ცნობილი ქალაქია ნამიბიის უდაბნოში, რომელიც ამჟამად უკაცრიელია, თუმცა ძველი შენობა-ნაგებობები დღემდე შემონახულია. აქაურობა ,შეიძლება ითქვას, ქვიშამ შთანთქა, რის გამოც კოლმანსკოპს მოჩვენებების ქალაქის წოდებაც მიანიჭეს. ადგილობრივი გარემო თავისი სიურეალისტური პეიზაჟებითა და ინტერიერებით ყოველთვის აოცებს მნახველს.
ქალაქში არსებულ საბადოებს ძირითადად გერმანელები მართავდნენ და აქაური ცხოვრების წესშიც გერმანული კულტურა დომინირებდა. ქალაქის მოსახლეობას 700-მდე ოჯახი შეადგენდა და ბევრ ექსტრავაგანტულ ვილასთან ერთად, ადგილზე უამრავი საავადმყოფოსა თუ სადგურის ნახვაა შესაძლებელი, რაც ბოლო დროს განსაკუთრებით იზიდავს უცხოელ სტუმრებს.
ქალაქში საცხოვრებელი პირობები განსაკუთრებით პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გართულდა და 1954 წელს ტერიტორია მთლიანად დაიცალა.