The Palais de Tokyo თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია პარიზში, მუზეუმი პარიზში, სადაც გამოფენას შიშველი შეგიძლიათ რომ ესტუმროთ. მუზეუმი მე-16 საუკუნეში აშენდა და წელს მუზეუმის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ნუდისტებისთვის, რომლებსაც საზოგადოებაში შიშველი პოზირება არ ერიდებათ, სპეციალური ტური მოეწყო, რომელსაც სისტემატიური ხასიათი ექნება. პირველი ტური 5 მაისს მოეწყო და დაანონსებიდან 2 დღეში ყველა ბილეთი გაიყიდა, ბილეთის ფასი 15 €-ს არ აღემატებოდა.
პარიზი ნუდისტებისთვის საყვარელ ქალაქად უკვე დიდი ხანია იქცა, რამდენადაც გასულ წელს, აქ Bois de Vincennes-ის პარკში, მათთვის სპეციალური ტერიტორია გამოიყო.
აღსანიშნავია, რომ პარიზში ოფიციალურად 2.6 მილიონი ნუდისტი ცხოვრობს, რომელთაც პარკთან და ახლა უკვე მუზეუმთან ერთად, შეუძლიათ სპეციალურ ნუდისტურ რესტორანშიც თავისუფლად ივახშმონ.