ლიტვის დედაქალაქში მალე საქართველოს ქუჩა - Sakartvelo Street გაიხსნება. ინფორმაციას საქართველოს წარმომადგენლობა ლიტვაში ოფიციალურად ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ვილნიუსის მერიასთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა უახლოეს მომავალში გაირკვეს ქუჩის ზუსტი ადგიმდებარეობა.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნებს შორის ეს პირველი თანამშრომლობა არ არის და 2015 წლიდან ვილნიუსში თბილისის სახელობის სკვერი ფუნქციონირებს. სკვერში განთავსებულ სკამებზე კი, საქართველოს დედაქალაქის სიმბოლიკა ფიგურირებს.
სკვერის გახსნას საქართველოსა და ლიტვის პრემიერ-მინისტრები ესწრებოდნენ.