რეალითი შოუს ვარსკვლავმა - კაილი ჯენერმა, მეუღლის ტრევის სკოტის 26-ე დაბადების დღის აღსანიშნავად,ქმართან და სამი თვის პატარასთან ერთად, ოჯახური დღესასწაული ტერქსისა და კაიკოსის კუნძულებზე აღნიშნა. კაილის მიერ ინსტაგრამზე ატვირთულ ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ ოჯახმა დღესასწაული სასიამოვნოდ გაატარა და საკუთარი ბედნიერება გულშემატკივრებსაც გაუზიარა.
ცოტა ხნის წინ კაილიმ Peoples-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სურდა ახალგაზრდა სექსუალური დედის როლი აქტიურად მოერგო, როგორც სურათებიდან ჩანს, მას ეს ნამდვილად გამოუვიდა.
აღსანიშნავია, რომ 25 წლის მომღერალმა ტრევის სკოტმა და კაილიმ ურთიერთობა 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყეს, პატარა სტორმი კი სამყაროს 1 თებერვალს მოევლინა.
ინსტაგრამზე კაილიმ უსაყვარლესი პატარის ფოტოც ატვირთა.
კაილი ორსულობის შემდეგ მალევე ჩადგა არაჩვეულებრივ ფორმაში, რაშიც მას აქტიური ვარჯიში დაეხმარა.