ახალგაზრდა მოგზაურები და ცნობილი ბლოგერები რამდენიმე ცნობილ ლოკაციას სტუმრობენ, რომლებიც სურათებზე განსაკუთრებით ლამაზად აღიბეჭდება. ისინი ქმნიან ტრენდს, რის შემდეგაც, მილიონობით მათი გამომწერი დასასვენებლად სწორედ ამ ადგილებს ირჩევს. წარმოგიდგენთ 2018 წლის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს.
#1 კაბადოკია
თურქეთის ზღაპრული მხარე, რომელიც უნიკალური ლანდშაფტით და მფრინავი ბურთებით ხასიათდება.
#2 ბაქო
ბაქოს "ახალ დუბაის" უწოდებენ. აქ ურბანისტული შედევრით მოიხიბლებით.
#3 დუბაი
პლანეტის ეს მეგაპოლისი მნიშვნელოვანი სიმბოლოთი - ბურჯ ხალიფათი გამოირჩევა. დუბაის სანაპიროებზე ბევრ მიმზიდველ ფოტოს იღებენ.
#4 მალდივები
ლაჟვარდოვანი სანაპირო, რომლის ხედებსაც არანაირი ფილტრი არ სჭირდება! აქ ყველაზე ფოტოგენური პალმები და სახლებია.
#5 ბანგკოკი
ტაილანდის ეს საოცარი დედაქლაქი ბევრ ტურისტს იზიდავს.
#6 ტაჯ-მაჰალი
თეთრი მარმარილოთი აშენებული ეს მავზოლეუმი, რომელიც ქალაქ აგრაში მდებარეობს, ბევრი ბლოგერის საყვარელი ადგილია. აქ ნამდვილ ინდოეთს შეიგრძნობთ.
#7 იაპონია
საკურას ყვავილობა ინსტაგრამის მომხმარებლების საყვარელი დღესასწაულია. ყოველი წლის აპრილსა და მაისში იაპონიას უმარავი ტურისტი სტუმრობს.
#8 პროვანსი
ლავანდის რიგები ბევრი შთამბეჭდავი ფოტოს წყაროა. ამ სილამაზეს ინსტაგრამზე ხშირად წააწყდებით.
#9 ნორმანდია
სანაპირო ლა-მანშის სრუტესთან, ეიფელის კოშკის შემდეგ ყველაზე მეტჯერ გადაღებული ლოკაციაა. ბუნების მიერ წარმოქმნილი გვირაბები ყველა ბლოგერს უყვარს.
#10 სინგაპური
ეს აუზი პოპალურობას არასდროს კარგავს. ქალაქის მთავარი ტერასა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია.